გერმანიამ უკრაინას 14 გენერატორი გადასცა

გერმანიამ, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ქვედანაყოფებს, სხვადასხვა სიმძლავრის 14 გენერატორი გადასცა.

ამის შესახებ უკრაინაში, გერმანიის საელჩოს პრესსამსახური იუწყება. 

„დონეცკის, კიევის, ლუგანსკის, ჩერნიგოვისა და ჩერკასის რეგიონებში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ქვედანაყოფებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სიმძლავრის 14 გენერატორი, უკვე უკრაინაშია“, - აცხადებენ საელჩოში. 

მიწოდება, ტექნიკური დახმარების ფედერალურმა სააგენტომ (THW) გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყო.

მანამდე, ესპანეთმა, უკრაინისთვის ოთხი გენერატორის გადაცემის შესახებ განაცხადა.

20 ოქტომბერს უკკრაინამ ევროკავშირსა და NATO-ს რუსეთის საჰაერო იერიშების შემდეგ, ენერგოტექნიკით დახმარების შესახებ სხთოვა.