ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ.
„იმედის გენერატორების“ ინიციატივა, რომელიც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერის დარიო ნარდელამ წამოიწყეს, მიზნად ისახავს ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და სატელეფონო ხაზები.
„ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა გამოავლინეს შესანიშნავი სოლიდარობა უკრაინის მიმართ ჰუმანიტარულ, სამხედრო და ფინანსურ ფრონტებზე. ახლა მათ სჭირდებათ პრაქტიკული მხარდაჭერა ზამთრის გადასატანად", - თქვა მეცოლამ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მოუწოდა ევროპის ყველა ქალაქს და რეგიონს შეუერთდნენ „იმედის გენერატორების“ კამპანიას.