თეგი: გერმანია-საქართველო
ელჩი პეტერ ფიშერი: გერმანია საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვან სამხედრო აღჭურვილობას აწვდის
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ძალიან მტკიცე თანამშრომლობა გვაქვს. პირველ რიგში, გერმანია NATO-ს ნაწილია და NATO-ს საქართველოსთან, მათ შორის NATO-ს არსებითი პაკეტის ფარგლებში ძლიერი თანამშრომლობა აკავშირებს. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. „ხსენებული თანამშრომლობის მიზანი საქართველოს NAT0-ს სტანდარტებთან დაახლოებაა, როგორც სამხედრო, ისე თავდაცვის კუთხით. არსებობს ძირითადი გუნდი, რომლის ლიდერიც გერმანელი პოლკოვნიკია. NATO-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, სამ სხვადასხვა ინიციატივაში გერმანიას წამყვანი როლი აქვს. ინჟინერია, თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობა და სამხედრო მედიცინა. რა თქმა უნდა, ტარდება სწავლებები, სადაც საქართველო NATO-სთან თანამშრომლობს და გერმანია ამის ნაწილია. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია გვაქვს. გერმანიამ სერჟანტთა მომზადების სკოლის დაარსებას შეუწყო ხელი. ყოველწლიურად, ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ქართველ კოლეგებს სამხედრო საკითხების შესახებ გამოცდილებას ვუზიარებთ. ასევე, საწვრთნელი პროგრამების დროს, უფროსი ოფიცრები და არამარტო, გერმანიაში გადიან სწავლებას. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ აღჭურვილობის მიმართულებით. გერმანია საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვან სამხედრო აღჭურვილობას აწვდის“, - განუცხადა პეტერ ფიშერმა Europetime-ს. მისივე თქმით, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახლა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. „მთელმა მსოფლიომ გააცნობიერა, რომ რუსეთი მზადაა, თავისი მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალა გამოიყენოს, რაც მიუღებელია; საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და მისი მიხედვით, დანაშაულია. ყველა, ვინც მხარს უჭერს საერთაშორისო სამართლის დაცვას, საერთაშორისო საკითხების გადაჭრას მოლაპარაკების, შეთანხმების გზით და არა თავდასხმითა და ძალის გამოყენებით, აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რუსეთისთვის ცხადი გახდეს, რომ ჩვენთვის მიუღებელია სამხედრო აგრესია და ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა“, - აღნიშნავს გერმანიის ელჩი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ელჩი პეტერ ფიშერი: თუ ქვეყანა ძალიან პოლარიზებულია, ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, ეს არის ის, რასაც საქართველოში ვაკვირდებით
კანონის უზენაესობა, ასევე, ძალაუფლების განაწილება ფუნდამენტურია. ერთ-ერთი რეკომენდაციაა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ასევე, დეოლიგარქიზაცია, რაც სხვადასხვა სექტორზე ინდივიდების გადაჭარბებულ გავლენას გამორიცხავს. კიდევ ერთი რეკომენდაციაა დეპოლარიზაცია. პლურალისტური, მდგრადი დემოკრატია გარკვეული მიზნების გარშემო საზოგადოებაში კონსენსუსს მოითხოვს. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. „12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი პროგრესის მოლოდინი გვაქვს. 2023 წელი უდიდესი შესაძლებლობების წელია, როგორც თქვენთვის, ისე ჩვენთვის. 2023 არის წელი, როდესაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეუძლია. ეს არის უზარმაზარი ისტორიული შესაძლებლობა. გერმანიისთვის უდიდესი წარმატებაა, რომ ევროკავშირის ნაწილია. ეს ჩვენი სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველია. ევროკავშირის ყველა შემდგომი გაფართოება სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანია ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს შემთხვევაშიც ასე მოხდეს. საქართველოს სურს, შემოგვიერთდეს, შესაძლებლობები კი, ახლა თქვენს ხელშია. ქვეყანას, რომელსაც გაწევრიანება სურს, ევროკავშირის მიზნებსა და ფასეულობებს უნდა იზიარებდეს. 12 რეკომენდაციის მთავარი სულისკვეთებაა, აჩვენოთ, რომ ამ მიზნებსა და ღირებულებებს იზიარებთ. ფუნდამენტურია და მთავარი მიზანია, რომ იყოთ მდგრადი, პლურალისტური დემოკრატია, რომელიც არის ძლიერი. პლურალისტური კი, ნიშნავს, რომ საზოგადოების ყველა წარმომადგენელი, თითოეული ინდივიდი სარგებლობს უფლებით და შეუძლია ამ უფლების გამოხატვა, მონაწილეობს დემოკრატიის ფუნქციონირებაში და შეუძლია, დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი იყოს.. ამრიგად, 12 პრიორიტეტის შესრულება ნიშნავს, რომ თქვენ იზიარებთ ევროკავშირის ღირებულებებს და ამიტომაც გსურთ წევრობა. ჩვენ გვსურს ამის დანახვა, რადგან ჩვენ ვართ მიზნებისა და ღირებულებების კლუბი და გვსურს, თანამოაზრეების კლუბი ვიყოთ. კანონის უზენაესობა, ასევე, ძალაუფლების განაწილება ფუნდამენტურია. ერთ-ერთი რეკომენდაციაა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ასევე, დეოლიგარქიზაცია, რაც სხვადასხვა სექტორზე ინდივიდების გადაჭარბებულ გავლენას გამორიცხავს. კიდევ ერთი რეკომენდაციაა დეპოლარიზაცია. პლურალისტური, მდგრადი დემოკრატია გარკვეული მიზნების გარშემო საზოგადოებაში კონსენსუსს მოითხოვს. თუ ქვეყანა ძალიან პოლარიზებულია, ეს დემოკრატიას საფრთხეს უქმნის, ეს არის ის, რასაც ვაკვირდებით საქართველოში. სამწუხაროდ, დღეს ამას ბევრ ქვეყანაში ვაკვირდებით, სადაც ხალხი ვერაფერზე, ფაქტებზეც კი ვერ თანხმდება, ყველაფერი სადავოა... ეს არ არის ჯანსაღი გარემო დემოკრატიისთვის. ამრიგად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით პროგრესს დავინახავთ და სწორედ ამას ვაკვირდებით“, - განაცხადა ელჩმა.
ითანამშრომლეთ ღირებულ პარტნიორებთან, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ენერგიას პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებენ - ელჩი ფიშერი
„რაც შეიძლება მეტი გააკეთეთ, ითანამშრომლეთ ღირებულ, დემოკრატიულ პარტნიორებთან, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ენერგიას თქვენ წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებენ“, ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა, ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. ენერგეტიკის სფეროში თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ზოგადად, რა რისკებს უნდა ითვალისწინებდნენ ქვეყნები? ამ შეკითხვით მიმართა ელჩს Europetime-მა. ელჩი ფიშერი: ენერგეტიკაზე საუბრისას ჩვენ ვსაუბრობთ საიმედოობაზე, უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე. მნიშვნელოვანია საიმედოობა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს ენერგია, სიმძლავრე ჩვენი ქარხნების, მანქანების კვებისათვის. საჭიროა უსაფრთხოება და ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი ფასი. ასევე, ფუნდამენტურია მდგრადობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ფუნდამენტური გამოწვევაა, ანუ თავსებადობა გარემოსთან და კლიმატთან. ფუნდამენტურია ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც წიაღისეული ენერმომატარებლებიდან განახლებადზე გადასვლას გულისხმობს. რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობა 70-იან წლებში დავამყარეთ. უკრაინაში რუსეთის თავდასხმამდე, ნავთობისა და გაზის დიდი წილის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდებოდა. ზოგიერთი ქვეყანა გვაფრთხილებდა, რომ რუსეთი ამ ექსპორტს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებდა. ჩვენ კი ვპასუხობდით, რომ სრულიად დამოკიდებული არ ვათ მათზე და სხვა წყაროებიც გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი წილია და ჩვეთვის ეკონომიურია, მაგრამ ეს ასევე არის სტაბილურობის წინაპირობა რუსეთთან ურთიერთობაში. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, ჩვენ მათ ვჭირდებით, როგორც მყიდველი და ჩვენ გვჭირდება ისინი, როგორც მომწოდებლები. გერმანიამ შეცდომა დაუშვა, ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რომ პუტინს იგივე მიზნები არ ამოძრავებდა. მან თქვა, რომ სხვა მიზნები აქვს და ეს არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სტაბილური ურთიერთობა გერმანიასთან და დასავლეთთან. რუსული ნავთობისა და გაზის უდიდესი მყიდველები ვიყავით. პუტინმა ამ ყველაფრის იგნორირება მოახდინა უკრაინის კონტროლის მიზნის გამო. ჩვენ ვთქვით, რომ თუ ის უკრიანას დაესხმებოდა თავს, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდებოდა. მან თქვა, რომ ეს არ აინტერესებს - მე თავს დავესხმები უკრაინას და ეს უფრო მნიშვნელოვანია. ამრიგად, ჩვენ ეს გაკვეთილი ვისწავლეთ. ეს გაკვეთილი გულისხმობს რესურსების დივერსიფიკაციას და სხვა წყაროების მოძებნას მეგობრულ ქვეყნებში, ჩვენ მათ ვუწოდებთ ღირებულ პარტნიორებს, მათი პოლიტიკური სისტემა იგივეა, რაც ჩვენი. ასე რომ, გაზის იმპორტი რუსეთიდან ახლა ნულამდე დავიყვანეთ, ნავთობის ტრენდიც მკვეთრად შემცირებულია და გერმანიამ მძიმე შრომის შედეგად, ჩანაცვლების წყაროები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იპოვა. ჩვენ თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალები რეკორდულ დროში ავაშენეთ. მოვახერხეთ ის, რომ ღია ვართ ღირებული პარტნიორებისთვის, მაგალითად, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა, ნორვეგია კანადა, აშშ, მაგრამ მსოფლიოში მრავალი სხვა წყარო არსებობს. ამრიგად, ყოველთვის იფიქრეთ ბალანსზე უსაფრთხოებასა და მიწოდებას შორის, ასევე მნიშვნელოვანია დივერსიფიკაცია და ღირებულ პარტნიორებთან, მომწოდებლებთან ურთიერთობა. ეცადეთ, იპოვოთ ეკონომიური გზა, იაფი ენერგია. რუსეთთან მიმართებით დაშვებული შეცდომის ფასს ახლა ვიხდით, ბევრად ძვირი ენერგორესურსები უნდა შევიძინოთ. ჩვენი მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის გადასახადი საკმაოდ გაიზარდა. ფუნდამენტურ საკითხად რჩება მდგრადობა, რომ კლიმატის გამოწვევები გადაიჭრას. ასევე, განახლებადი ენერგიისთვის საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ელექტროენერგიის ბაზარი დიდია. თუ შეგიძლიათ, რაც შეიძლება მეტი გააკეთეთ, ითანამშრომლეთ ღირებულ, დემოკრატიულ პარტნიორებთან, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ენერგიას თქვენ წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებენ.
ელჩი პეტერ ფიშერი: ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, დამაკავშირებელი ჰაბი გახდეს
ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. ელჩის შეფასებით, რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში.. ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს“, - აცხადებს გერმანიის ელჩი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება.
კანდიდატის სტატუსი: გერმანია ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობის საკითხს აკვირდება
საქართველოს მიერ შესასრულებელი კრიტერიუმების ნუსხა გაიზრდება, თუ ის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. რაც უფრო უახლოვდებით ევროკავშირს და როგორც კი კანდიდატი გახდებით, დაიწყებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წევრობის ბევრ დეტალთან დაკავშირებით. მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ შენ ეთანხმები მიზნებსა და ღირებულებებს, მაგრამ ჩვენ ასევე ვაკვირდებით ევროკავშირის პოლიტიკასთან და საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის საკითხს... 12 პრიორიტეტის შესრულება ნიშნავს, რომ თქვენ იზიარებთ ევროკავშირის ღირებულებებს და ამიტომაც გსურთ წევრობა. ჩვენ გვსურს ამის დანახვა, რადგან ჩვენ ვართ მიზნებისა და ღირებულებების კლუბი და გვსურს, თანამოაზრეების კლუბი ვიყოთ. კანონის უზენაესობა, ასევე, ძალაუფლების განაწილება ფუნდამენტურია. ერთ-ერთი რეკომენდაციაა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ასევე, დეოლიგარქიზაცია, რაც სხვადასხვა სექტორზე ინდივიდების გადაჭარბებულ გავლენას გამორიცხავს. კიდევ ერთი რეკომენდაციაა დეპოლარიზაცია. პლურალისტური, მდგრადი დემოკრატია გარკვეული მიზნების გარშემო საზოგადოებაში კონსენსუსს მოითხოვს. თუ ქვეყანა ძალიან პოლარიზებულია, ეს დემოკრატიას საფრთხეს უქმნის, ეს არის ის, რასაც ვაკვირდებით საქართველოში. სამწუხაროდ, დღეს ამას ბევრ ქვეყანაში ვაკვირდებით, სადაც ხალხი ვერაფერზე, ფაქტებზეც კი ვერ თანხმდება, ყველაფერი სადავოა... ეს არ არის ჯანსაღი გარემო დემოკრატიისთვის. ამრიგად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით პროგრესს დავინახავთ და სწორედ ამას ვაკვირდებით“, - აცხადებს გერმანიის ელჩი Europetime-თან ინტერვიუში. მისივე თქმით, თუ ქვეყანა ძალიან პოლარიზებულია, ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.