თეგი: დაკითხვა
დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი დაკითხავს - CNN
აშშ-ის ექსპრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი 10 აგვისტოს დაკითხავს. იუწყება CNN წყაროზე დაყრდნობით. ექსპრეზიდენტის ადვოკატმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯერ უცნობია, უპასუხებს თუ არა ტრამპი კითხვებს, თუ თავს დაიცავს მეხუთე შესწორების უფლებით დახურულ კარს მიღმა ჩვენების მიცემისას. ამ ინფორმაციას წინ უძღვის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლების მიერ ფლორიდაში მდებარე ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარება. ტრამპის თქმით, სამართალდამცველები მის სახლში გაუფრთხილებლად მივიდნენ და მისი სეიფიც გატეხეს. ტრამპმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი რეზიდენცია „ოკუპირებული იყო FBI-ს თანამშრომლების დიდი ჯგუფის მიერ". „ეს ბნელი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა შეერთებული შტატების ისტორიაში“, - განაცხადა ექსპრეზიდენტმა. მისივე თქმით, მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებენ, რათა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობას ხელი შეუშალონ. მოგვიანებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის კომენტარი გავრცელდა, რომლის თანახმად, კანონზე მაღლა არავინ დგას. მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა NBC News-ს განუცხადა, რომ ჩხრეკის დროს ამოღებულია რამდენიმე დოკუმენტი.
„გრინსერვის პლუსის“ დირექტორი: 220 ვოლტიანი კვების ბლოკი ყველგან არის დამონტაჟებული, რიყის შადრევანშიც
220 ვოლტიანი კვების ბლოკი დამონტაჟებული ყველგან არის, რიყის შადრევანშიც, - ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში კიდევ ერთხელ გამოკითხეს. ლაშა ფურცხვანიძე: ძალიან ბევრი დამთხვევაა, ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ აუზში, ამოწმებდნენ „საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და სავარაუდოდ გამოკითხვაზე კიდევ დამიბარებენ. 220 ვოლტიანი კვების ბლოკი დამონტაჟებული ყველგან არის, რიყის შადრევანშიც. მიდით და გადაიღეთ, იტალიელი სპეციალისტების მოწყობილია. იყო ერთიანი გამანაწილებელი სისტემა, მიდით რიყის შადრევანზე და გადაიღეთ“, - განაცხადა ფურცხვანიძემ. „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი რამდენიმე დღეა ყოველდღიურ რეჟიმში იკითხება. „გრინსერვისის" ხელმძღვანელი: პასუხისმგებელი ვარ იმ სამუშაოზე, რაც ჩავატარეთ. წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.