თეგი: დაცვა
პოლონეთი საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად, ახალ დაჯგუფებას ქმნის
პოლონეთის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ახალი დაჯგუფება - საზღვრის დაცვის კომპონენტი (KOP) შეიქმნება. KOP-ის შექმნის კონცეფციის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას, პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა მოაწერა ხელი. პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის ფონზე, საზღვრის დაცვის გაძლიერება მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, პოლონეთი მანამდე, ბელორუსის ჰიბრიდული აგრესიის წინაშე აღმოჩნდა, რამაც კულმინაციას გასულ შემოდგომაზე მიაღწია. მარიუშ ბლაშჩაკმა ასევე განაცხადა, რომ ჰიბრიდული აგრესია პოლონეთის წინააღმდეგ, არ შეწყვეტილა და კრემლს შეუძლია, არსებული რთული ვითარება, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში გამოიყენოს, რათა ამ რეგიონებიდან ხალხი ბელორსი-პოლონეთის საზღვარზე გაგზავნოს. „მე გადავწყვიტე, თავდაცვის ძალების ფარგლებში, საზღვრის დაცვის კომპონენტის შექმნის კონცეფცია მივიღო“, - აღნიშნა ბლაშაკმა.
ნორვეგია Nord Stream-ის დაზიანების გამო, ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად სამხედროებს გაგზავნის
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში რუსული გაზსადენების დაზიანების გამო, ქვეყნის ნავთობისა და გაზის პლათფორმების დაცვას გააძლიერებს. ამ პლათფორმებს ნორვეგიელი სამხედროები დაიცავენ. მედია: ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსიის შედეგი იყოს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ სექტემბერში ბალტიის ზღვაში დრონების „ანომალიური“ აქტივობა დაფიქსირდა. ამასთან, შტორეს თქმით, ნორვეგიის მიმართ კონკრეტული საფრთხე ჯერ არ გამოვლენილა. „Nord Stream 1-დან ერთმანეთთან ძალიან ახლოს ორი გაჟონვა დაფიქსირდა. ერთი შვედეთის, ხოლო მეორე - დანიის ეკონომიკურ ზონაში“, - განუცხადა Reuters შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. ორივე დაზიანება დანიის კუნძულ ბორნჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. Nord Stream 2-ის დაზიანება იმავე ზონაშია, მაგრამ უფრო ახლოს ბორნჰოლმთან. Nord Stream AG, Nord Stream-ის ოპერატორმა, 26 სექტემბერს განაცხადა, რომ Nord Stream 1-ის ორივე ხაზზე წნევა დაეცა. 27 სექტემბერს კი, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA-Novosti-ის ცნობით, ოპერატორმა ორივე მილსადენზე უპრეცედენტო დაზიანების შესახებ განაცხადა. დანიის ხელისუფლებამ გაჟონვის ირგვლივ აფეთქების რისკის შესამცირებლად რამდენიმე უსაფრთხოების ზონა შექმნა: 9,3 კმ (5 მილი) რადიუსი გემებისთვის და 1 კმ თვითმფრინავებისთვის, DR-ის თანახმად. ანალოგიურად იმოქმედება შვედეთის ხელისუფლებამაც. მომხდარზე,ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
გერმანია და ნორვეგია NATO-ს წყალქვეშა მილებისა და კაბელების დასაცავად, ქვედანაყოფის შექმნას სთხოვენ
გერმანია და ნორვეგია ერთობლივად სთხოვენ NATO-ს წევრებს, რომ წყალქვეშა ინფრასტრუქტურის - მილსადენებისა და ტელეკომუნიკაციების მონიტორინგისთვის, ქვედანაყოფი შექმნან, რათა თავიდან აიცილონ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა რუსეთის გაზსადენზე „ჩრდილოეთ ნაკადზე“ მომხდარი აფეთქება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გაჰრ შტერესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აფეთქება Nord Stream-ზე უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ესკალაციის ფონზე, ევროპაში გათბობის სეზონის დაწყების წინა დღეს პირველ ოქტომბერს და პოლონეთში ალტერნატიული წყალქვეშა გაზსადენის გახსნის წინა დღეს მოხდა. შვედეთისა და დანიის სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ რამდენიმე აფეთქებას რუსულ მილსადენებზე, რომლებიც წყალქვეშ 26 სექტემბერს მოხდა. Nord Stream 1 და Nord Stream 2 მილსადენები, რომლებიც განკუთვნილია რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტისთვის, ერთდროულად ოთხ ადგილას დაზიანდა. ამ მომენტში გაზის მიწოდება არ ხდება ამ მილსადენების მეშვეობით (რუსეთმა გათიშა Nord Stream-1, გერმანიამ კი არ დაუშვა Nord Stream-2-ის ექსპლუატაციაში გაშვება), მაგრამ მილები ივსებოდა ტექნიკური გაზით. ნოემბერში დანიის პროკურორებმა განაცხადეს, რომ მათ დაზიანებულ მილებზე ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს.