პოლონეთის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ახალი დაჯგუფება - საზღვრის დაცვის კომპონენტი (KOP) შეიქმნება.
KOP-ის შექმნის კონცეფციის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას, პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა მოაწერა ხელი.
პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის ფონზე, საზღვრის დაცვის გაძლიერება მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, პოლონეთი მანამდე, ბელორუსის ჰიბრიდული აგრესიის წინაშე აღმოჩნდა, რამაც კულმინაციას გასულ შემოდგომაზე მიაღწია.
მარიუშ ბლაშჩაკმა ასევე განაცხადა, რომ ჰიბრიდული აგრესია პოლონეთის წინააღმდეგ, არ შეწყვეტილა და კრემლს შეუძლია, არსებული რთული ვითარება, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში გამოიყენოს, რათა ამ რეგიონებიდან ხალხი ბელორსი-პოლონეთის საზღვარზე გაგზავნოს.
„მე გადავწყვიტე, თავდაცვის ძალების ფარგლებში, საზღვრის დაცვის კომპონენტის შექმნის კონცეფცია მივიღო“, - აღნიშნა ბლაშაკმა.