თეგი: დედამიწა
NASA-ს ინფორმაციით, დედამიწას „პოტენციურად საშიში“ ასტეროიდი უახლოვდება
აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) ინფორმაციით, დედამიწას „პოტენციურად საშიში“ ასტეროიდი უახლოვდება. ამის შესახებ გამოცემა Newsweek-ი წერს. მათივე ცნობით, სავარაუდოდ, ასტეროიდი, რომელიც 43000 კმ/სთ სიჩქარით მოფრინავს, დედამიწას 4 მარტს მოუახლოვდება.
რუსეთში ყოველი მესამე დარწმუნებულია, რომ მზე დედამიწის გარშემო ბრუნავს - გამოკითხვა
რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელის ცენტრის გამოკითხვის შედეგმა აჩვენა, რომ რუსების მესამედს მზის სისტემის მოწყობის შესახებ, მცდარი ცოდნა აქვს. გამოკითხულთა 35% დარწმუნებულია, რომ მზე დედამიწის გარშემო მოძრაობს და არა პირიქით, როგორც ეს სინამდვილეშია. საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის განმარტებით, ბოლო 15 წელიწადში ეს მაჩვენებელი 7%-ითაა გაზრდილი. ამასთან, 2007 წლის გამოკითხვასთან შედარებით, ორჯერაა შემცირებული და ამჟამად 7%-ს შეადგენს რაოდენობა რუსეთის იმ მოქალაქეებისა, რომლებიც ფიქრობენ, რომ რადიოაქტიური რძე ადუღების შემდეგ უსაფრთხო ხდება. ამავე კვლევით, იმის, რომ პირველყოფილ ადამიანს შეეძლო დინოზავრებთან ერთად სეირნობა, სჯერა ყოველ მეხუთე გამოკითხულს - 21%-ს. 2007 წელს ეს მაჩვენებელი 30% შეადგენდა, ხოლი 2011 წელს 28%. იმ ფაქტს, რომ გმო-ს შემცველმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს კიბო, ახალი კვლევით გამოკითხულთა 44% დაეთანხმა. 2014 წელს ამ შეხედულებას იზიარებდა რუსების ორი მესამედი (67%).
დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდს გადააჭარბა
დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდიანი ნიშნულიც გადალახა. ამის შესახებ პორტალი Countrymetrics.info, რომელის ვებგვერდზეც ვირტუალური მრიცხველია გამოსახული, სადაც ონლაინ რეჟიმში, რეალურ დროში სტატისტიკური მონაცემები ახლდება. პორტალის მონაცემებით, დედამიწაზე კაცების რაოდენობა ქალებისას 1%–ით აჭარბებს. TOP 10 ქვეყანა მოსახლეობის რაოდენობით Countrymetrics.info-ს მიხედვით: ჩინეთი - 1,456 მლრდ. ადამიანი;ინდოეთი 1,419 მლრდ. ადამიანი;აშშ - 336 მლნ. ადამიანი;ინდონეზია - 281 მლნ. ადამიანი;პაკისტანი- 231 მლნ. ადამიანი;ნიგერია - 218 მლნ. ადამიანი;ბრაზილია - 216 მლნ. ადამიანი;ბანგლადეში - 169 მლნ. ადამიანი;რუსეთი - 146 მლნ. ადამიანი;მექსიკა - 132 მლნ. ადამიანი;
დღეს დედამიწის დღეა
დღეს დედამიწის დღეა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გარემოს დაცვითი მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება. ეს დღე ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება და მასში ჩართულია 193-ზე მეტი ქვეყანა.
ასტრონომებმა აღმოაჩინეს გიგანტური უცხო პლანეტა, რომელიც დედამიწაზე 35-ჯერ მასიურია
space.com-ის ცნობით, მეცნიერებმა, ცნობილ ვარსკვლავურ სისტემაში — Kepler‑139 — დაფარული უცხოპლანეტა Kepler‑139f აღმოაჩინეს. პლანეტა დედამიწიდან დაახლოებით 2000 სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლებელია, სისტემაში სხვა უხილავი პლანეტებიც არსებობდეს, თუმცა მათი პოვნა ახლა მეცნიერებისთვის გამოწვევაა. Kepler-139f-ის აღმოჩენა ეგზოპლანეტური კვლევის სფეროში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს და ადასტურებს ჰიბრიდული აღმოჩენის ტექნიკის ეფექტიანობას. მიუხედავად უზარმაზარი მასისა, ეს პლანეტა აქამდე მეცნიერების თვალთახედვის მიღმა რჩებოდა. მისი აღმოჩენა თავიდან აყალიბებს ჩვენს წარმოდგენას Kepler-139-ის სისტემაზე და მიანიშნებს, რომ შესაძლოა, მრავალი მასიური, არატრანზიტული ეგზოპლანეტა ჯერ კიდევ აღმოსაჩენი იყოს.