დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდიანი ნიშნულიც გადალახა. ამის შესახებ პორტალი Countrymetrics.info, რომელის ვებგვერდზეც ვირტუალური მრიცხველია გამოსახული, სადაც ონლაინ რეჟიმში, რეალურ დროში სტატისტიკური მონაცემები ახლდება.
პორტალის მონაცემებით, დედამიწაზე კაცების რაოდენობა ქალებისას 1%–ით აჭარბებს.
TOP 10 ქვეყანა მოსახლეობის რაოდენობით Countrymetrics.info-ს მიხედვით:
ჩინეთი - 1,456 მლრდ. ადამიანი;
ინდოეთი 1,419 მლრდ. ადამიანი;
აშშ - 336 მლნ. ადამიანი;
ინდონეზია - 281 მლნ. ადამიანი;
პაკისტანი- 231 მლნ. ადამიანი;
ნიგერია - 218 მლნ. ადამიანი;
ბრაზილია - 216 მლნ. ადამიანი;
ბანგლადეში - 169 მლნ. ადამიანი;
რუსეთი - 146 მლნ. ადამიანი;
მექსიკა - 132 მლნ. ადამიანი;