თეგი: დმიტრო ფირტაში
უკრაინული მედია დავით არახამიასა და ოლიგარქ დმიტრო ფირტაშს შორის გამართული შეხვედრის შესახებ წერს
ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია ვენაში ოლიგარქ დმიტრო ფირტაშს შეხვდა, რომელიც აშშ-ში ექტრადირების მოლოდინშია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. UP-სთან კომენტარში არახამიამ ვენაში ვიზიტი და ფირტაშთან შეხვედრა დაადასტურა. მისი თქმით, ვენაში ისრაელიდან ჩავიდა, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. მისი თქმით, ფირტიშთან და მის მენეჯმენტთან საათნახევრიანი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო „მარცვლეულის დერეფნის გახსნის პერსპექტივების განხილვა მიკოლაივის რეგიონში პორტების შენარჩუნებისთვის, სადაც DF ჯგუფი „ნიკა-ტერას“ პორტს ფლობს. არახამიას თქმით, შეხვედრის მიზანი იყო ტიტანის მრეწველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა. ფირტაში ამერიკელი გამომძიებლების მოთხოვნით, ავსტრიაში 2014 წლის მარტში დააკავეს, მაგრამ 125 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და მას შემდეგ ის აშშ-ში ექსტრადიციის მოთხოვნას აპროტესტებს. აშშ ფირტაშს ტიტანის საბადოზე კონტროლის უკანონოდ მოპოვების მიზნით, ინდოეთში 18.5 მილიონი დოლარის გადახდაში ადანაშაულებს. ოლიგარქს აშშ-ში 50 წლამდე პატიმრობა და ქონების კონფისკაცია ემუქრება.
უკრაინელ ოლიგარქ დმიტრო ფირტაშს სახელმწიფომ $206 მილიონის ქონება ჩამოართვა
უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურომ 15 აგვისტოს განაცხადა, რომ 206 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები ჩამოართვა უკრაინის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, ოლიგარქ დმიტრო ფირტაშს, რადგან მის კუთვნილ Regional Gas-ს დაქვემდებარებული კომპანიის კიდევ სამ მენეჯერს სახელმწიფოსგან გაზის ქურდობაში დასდეს ბრალი. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კერძოდ, ბრალი წაუყენეს AT Kryvorizhgas-ის გამგეობის თავმჯდომარეს, AT Volyngas-ის საბჭოს თავმჯდომარეს და AT Chernihivgas-ის საბჭოს თავმჯდომარეს, რომლებმაც 5,5 მილიონი დოლარის, 3,5 მილიონ დოლარზე მეტის და 6 მილიონ დოლარზე მეტის ზარალი მიაყენებს სახელმწიფოს. მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად სახელმწიფომ სამ ეჭვმიტანილს 6,7 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა. ამ დროისთვის საქმეზე ბრალი 15 პირს, მათ შორის, კომპანია Regional Gas-ის მფლობელს აქვს წარდგენილი, ხოლო კომპანიის ხელმძღვანელები უკვე პატიმრობაში არიან.