თეგი: დრონით თავდასხმა
დრონებით შეტევის შესახებ რუსეთის კიდევ ორი რეგიონიდან იუწყებიან
რუსეთის როსტოვის ოლქში, ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხნის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა განხორციელდა. ოლქის გუბერნატორ ვასილი გოლუბევის ინფორმაციით, დრონი შეეჯახა ერთ-ერთ მშენებარე კონსტრუქციას. გუბერნატორის თანახმად, ხანძარი ლიკვიდირებულია, მსხვერპლი არ არის. უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის შესახებ ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევიც იტყობინება. მისი ინფორმაციით, დრონი დღეს დილით აღმოაჩინა და გაანადგურა საჰაერო თავდაცვის სისტემამ. მსხვერპლი და ნგრევა არ არის. რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა. კრემლის მიერ კონტროლირებადი TASS-ი მომხდარს დრონებით თავდასხმას უკავშირებს. რუსეთში ნავთობპროდუქტების რეზერვუარი იწვის გუბერნატორის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა ან დაღუპულა და მეხანძრეებმა ხანძარი ჩააქრეს.
რუსეთის ქალაქს დრონებით ისევ შეუტიეს
რუსეთის ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი იუწყება, რომ რუსეთის ქალაქ ვორონეჟზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 3 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ვორონეჟი, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით, 180 კილომეტრში მდებარეობს, რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებს ესაზღვრება. ხსენებულ ოლქებზე შეტევები ბოლო პერიოდში ხშირია, რაშიც, რუსეთის ხელისუფლება უკრაინას ადანაშაულებს. თავის მხრივ, კიევი თავდასხმებში მონაწილეობას არ ადასტურებს.