თეგი: დროშა
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობაზე დროშები დაეშვა
ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის სასახლის და პარლამენტის შენობაზე. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. საბჭოთა ოკუპაციიდან 101 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
ძლიერმა ქარმა დავით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა დააზიანა
ძლიერი ქარის შედეგად, დაზიანებულია დავით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა. მერიის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროისთვის დედაქალაქში კვლავ ძლიერი ქარია, დროშის შეცვლა საფრთხის შემცველია როგორც ტექნიკური პერსონალისთვის, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. „ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაზიანებული დროშა ახლით შეიცვლება“, - აცხადებენ მერიაში.
კიევში, ტრუხანოვის კუნძულზე, საცალფეხო ხიდზე უკრაინის 430-მეტრიანი დროშა გაშალეს
კიევში, ტრუხანოვის კუნძულზე საცალფეხო ხიდზე უკრაინის 430-მეტრიანი დროშა გაშალეს, რომელიც დნეპრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს სიმბოლურად აკავშირებს. აქციას ხერსონიდან, მარიუპოლიდან, დონეცკიდან და მელიტოპოლიდან დროებით დევნილი მოსახლეობა შეუერთდა. BBC წერს, რომ ეს აქცია უკრაინელი ხალხის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში სიმბოლური ჟესტია.
Unian: ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა აღმართეს
„პარასკევს, 11 ნოემბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა. ახლოვდება ქალაქის განთავისუფლება“, - წერს Unian-ი. რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთმა შესაძლოა, ხერსონი უბრძოლველად არ დატოვოს ადგილობრივი ჟურნალისტის კონსტანტინე რიჟენკოს თქმით, უკრაინის დროშა „წინააღმდეგობის მოძრაობის“ აქტივისტებმა აღმართეს. „წინააღმდეგობის მოძრაობა“ ამბობს გამარჯობა. დიდება უკრაინას. ფოტო ახლა", - წერს რიჟენკო და ფოტოფაქტს აქვეყნებს. Unian-ის ინფორმაციით, ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ უკრაინის დროშა დამონტაჟდა.
თბილისს მოქმედი კანონის წესით განსაზღვრული გერბი და დროშა ექნება
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ დედაქალაქს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული გერბი და დროშა ექნება. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, თბილისი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც მოქმედი კანონის წესით განსაზღვრული გერბი და დროშა არ აქვს. „მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებს განეკუთვნება და მათი დადგენისა და გამოყენების წესი კანონმდებლობით რეგულირდება. თბილისის ჰერალდიკური სიმბოლოები, რომლებიც აქამდე გამოიყენება, ვერ აკმაყოფილებს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონით დადგენილ კრიტერიუმებს და მოსაყვანია დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში,“ - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც კონკურსის წესით თბილისის გერბისა და დროშის საუკეთესო ესკიზებს გამოავლენს. „კომისია პროფესიონალებისგან იქნება შედგენილი, ხოლო კონკურსი ღია წესით, საჯაროდ წარიმართება. აღსანიშნავია, რომ თბილისელებისთვის ძვირფასი სიმბოლოების გამოყენება, რომლებიც წლების მანძილზე წარმოადგენდნენ დედაქალაქს, კვლავ შესაძლებელი იქნება სიმბოლური, არაოფიციალური დატვირთვით, რომ ქალაქის მეხსიერებას კიდევ დიდხანს შემორჩეს ემირ ბურჯანაძის ავტორობით შექმნილი გერბის გამოსახულება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.
ყირგიზმა კანონმდებლებმა ეროვნული დროშის შეცვლას მხარი დაუჭირეს
ყირგიზმა დეპუტატებმა 20 დეკემბერს საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც ყირგიზეთის ეროვნულ დროშას ცვლის. პრეზიდენტის სადირ ჯაფაროვის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მზის ტალღოვანი ყვითელი სხივები წითელ ველზე, რომელიც გამოსახულია ამჟამინდელ დროშაზე, მზესუმზირას ჰგავს. ჯაფაროვი ახლა, სავარაუდოდ, მოაწერს ხელს კანონპროექტს, რომელიც, დეპუტატების თქმით, მზის სხივების „გასწორებით“ საშუალებას მისცემს, რომ დროშაზე არსებული გამოსახულება მზეს უფრო დაემსგავსოს.