ძლიერი ქარის შედეგად, დაზიანებულია დავით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა. მერიის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროისთვის დედაქალაქში კვლავ ძლიერი ქარია, დროშის შეცვლა საფრთხის შემცველია როგორც ტექნიკური პერსონალისთვის, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.
„ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაზიანებული დროშა ახლით შეიცვლება“, - აცხადებენ მერიაში.