თეგი: ევრობასკეტი
ევრობასკეტი 2022 თბილისში: საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პირველ მატჩს ბელგიასთან გამართავს
საქართველო 1-7 სექტემბერს ისტორიულ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში – FIBA ევრობასკეტ-2022-ს ჩეხეთთან, იტალიასთან და გერმანიასთან ერთად პირველად მასპინძლობს. ევრობასკეტ-2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროს და საქართველოს ნაკრების გუნდები მონაწილეობენ, „თბილისი არენაზე“ გაიმართება. პირველ სექტემბერს, თბილისი არენაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები, 21:00 საათზე, ბელგიას დაუპირისპიდება. საქართველოში ევრობასკეტი სპეციალური პროგრამითა და კონცერტით, ოფიციალურად რიყის პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ ფანზონაში 31 აგვისტოს გაიხსნა.
ევრობასკეტზე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი მიმდინარეობს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები წლევანდელ ევრობასკეტიზე მეორე მატჩს მართავს. მისი მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებია. მატჩის პირველი მეოთხედი დასრულდა. ანგარიში ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდ 18:16-ია. მატჩს ესწრება თორნიკე შენგელია. პირველ ტურში ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ბელგიასთან 79:76 დამარცხდა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე ბულგარეთთან წააგო
საქართველოს საკალათვბურთო ნაკრებმა, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე მეოთხე მატჩი ჩაატარა. ბულგარელებმა ანგარიშით - 92:80 გაიმარჯვეს. საქართველოს ნაკრებს სამ მატჩში მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა. საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი, 21 ქულა გოგა ბითაძემ დააგროვა, სამმაგ დუბლს მიუახლოვდა სანდრო მამუკელაშვილი: 13 ქულა, 13 მოხსნა, 6 პასი. თად მაკფადენმა 19 ქულა მიითვალა.
საქართველოსთვის ევრობასკეტი თბილისში დასრულდა - პლეი ოფში მონტენეგრო, ბელგია, თურქეთი და ესპანეთი გავიდნენ
საქართველოსთვის ევრობასკეტი თბილისში დასრულდა - პლეი ოფში მონტენეგრო, ბელგია, თურქეთი და ესპანეთი გავიდნენ. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა და მონტენეგროსთან დაძაბულ ბრძოლაში 73:81 დამარცხდა.
ესპანეთმა ევრობასკეტი მეოთხედ მოიგო
ესპანეთის ნაკრების კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს. საქართველოსთვის ევრობასკეტი თბილისში დასრულდა - პლეი ოფში მონტენეგრო, ბელგია, თურქეთი და ესპანეთი გავიდნენ ბერლინში გამართული გადამწყვეტი მატჩი ანგარიშით 88:76 (23:14, 24:23, 19:20, 22:19) დასრულდა. ხუან ერნანგომესმა ესპანელებს 27 ქულა მოუტანა, ლორენცო ბრაუნმა (14 ქულა და 11 პასი) ორმაგი დუბლი შეასრულა. საფრანგეთის ნაკრებში ევან ფურნიემ 23 ქულა დააგროვა. ესპანეთის ნაკრებმა ისტორიაში მეოთხედ მოიგო ევრობასკეტი, მანამდე კი გამარჯვება 2009, 2011 და 2015 წლებში მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გერმანიის ნაკრების კალათბურთელებმა, რომლებმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში პოლონეთის ნაკრები დაამარცხეს - 82:69 (19:14, 17:9, 18:26, 28:20). ტურნირი გერმანიაში, ჩეხეთში, იტალიასა და საქართველოში გაიმართა.