ესპანეთის ნაკრების კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს.
ბერლინში გამართული გადამწყვეტი მატჩი ანგარიშით 88:76 (23:14, 24:23, 19:20, 22:19) დასრულდა. ხუან ერნანგომესმა ესპანელებს 27 ქულა მოუტანა, ლორენცო ბრაუნმა (14 ქულა და 11 პასი) ორმაგი დუბლი შეასრულა. საფრანგეთის ნაკრებში ევან ფურნიემ 23 ქულა დააგროვა.
ესპანეთის ნაკრებმა ისტორიაში მეოთხედ მოიგო ევრობასკეტი, მანამდე კი გამარჯვება 2009, 2011 და 2015 წლებში მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გერმანიის ნაკრების კალათბურთელებმა, რომლებმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში პოლონეთის ნაკრები დაამარცხეს - 82:69 (19:14, 17:9, 18:26, 28:20).
ტურნირი გერმანიაში, ჩეხეთში, იტალიასა და საქართველოში გაიმართა.