ევრობასკეტი 2022 თბილისში: საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პირველ მატჩს ბელგიასთან გამართავს

საქართველო 1-7 სექტემბერს ისტორიულ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში – FIBA ევრობასკეტ-2022-ს ჩეხეთთან, იტალიასთან და გერმანიასთან ერთად პირველად მასპინძლობს.

ევრობასკეტ-2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროს და საქართველოს ნაკრების გუნდები მონაწილეობენ,  „თბილისი არენაზე“ გაიმართება.

პირველ სექტემბერს, თბილისი არენაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები, 21:00 საათზე, ბელგიას დაუპირისპიდება.

საქართველოში ევრობასკეტი სპეციალური პროგრამითა და კონცერტით, ოფიციალურად რიყის პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ ფანზონაში 31 აგვისტოს გაიხსნა.