თეგი: ევროკავშირის წარმომადგენლობა
ევროკავშირის წარმომადგენლობა გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულების ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს მომხდარ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აშშ-ის საელჩო გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს „საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპული ეკიპაჟის მამაცი წევრების, მაშველებისა და მედიკოსების ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს“, – აღნიშნულია განცხადებაში. სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანაში უმძიმესი წუთებია. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა და დაშავდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შსს-ს ინფორმაციით ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება
რას გულისხმობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ახალი წესი
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. 2024 წლიდან ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის მიღება, რაც ევროკავშირის ახალი მოთხოვნაა. „ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ: 2024 წლიდან ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება „ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან“ (ETIAS). მგზავრობის დასტური ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნაა შენგენის 27 ქვეყანაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და კვიპროსში შესასვლელად. გაითვალისწინეთ: ETIAS არ არის ვიზა! უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაში რჩება საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში. ETIAS-ის ერთადერთი ოფიციალური ვებგვერდი არის: www.europa.eu/etias. ETIAS-ის სისტემა ჯერ არ ფუნქციონირებს. მისი ამოქმედების შემდეგ განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება ოფიციალურ ვებგვერდზე“. რა არის ETIAS? ETIAS სამოგზაურო ავტორიზაცია არის ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნა. ის ეხება მოგზაურებს უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნიდან, რომლებიც შედიან შენგენის 27 ქვეყნიდან[1] ნებისმიერში, ბულგარეთში, რუმინეთში ან კვიპროსში. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ETIAS-ის ოფიციალურ ვებსაიტზე: europa.eu/etias. გეხებათ თუ არა ETIAS? თუ ჩამოხვალთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნიდან, ევროპაში გასამგზავრებლად ETIAS ავტორიზაცია უნდა გქონდეთ. თუმცა ამ წესიდან გამონაკლისები არსებობს – დარწმუნდით, რომ შეამოწმეთ ETIAS-ის ოფიციალურ ვებსაიტზე, ეხება თუ არა რომელიმე მათგანი თქვენს სიტუაციას. 7 რამ, რაც ETIAS-ის შესახებ უნდა იცოდეთ: ETIAS არის ახალი მოთხოვნა მოგზაურობასთან დაკავშირებით: თუ ხართ ზემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი ქვეყნიდან, 2024 წლიდან თქვენ უნდა მიიღოთ ETIAS სამოგზაურო ავტორიზაცია ევროპის 30 ქვეყნიდან ნებისმიერში შასასვლელად. ETIAS-ზე განაცხადისთვის დაგჭირდებათ: პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა 3 თვეს აღემატებაელექტრონული ფოსტის მისამართი ონლაინ ფორმის შევსება გადასახადის გადახდა 7 ევროს ოდენობით ETIAS მოკლევადიანი ვიზიტებისთვის არის განკუთვნილი: ETIAS-ის მოქმედი სამოგზაურო ავტორიზაციით 90 დღის განმავლობაში ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში შეძლებთ დარჩენას ევროპის 30 ქვეყნიდან ნებისმიერში. თქვენი ETIAS ავტორიზაცია ძალაში იქნება 3 წლის განმავლობაში, ან სანამ განაცხადში მითითებული პასპორტის მოქმედების ვადა ამოიწურება, რაც პირველი მოხდება. შეგიძლიათ იგი მრავალჯერადი შესვლისთვის გამოიყენოთ. ETIAS არ არის ვიზა: ETIAS ავტორიზაციის მისაღებად განაცხადს ავსებთ ონლაინ, არ გჭირდებათ საკონსულოში წასვლა, თქვენი ბიომეტრიული მონაცემები არ შეგროვდება და ეს ბევრად უფრო სწრაფი და იაფი იქნება, ვიდრე შენგენის ვიზის მიღება. ევროპა პირველი არ არის, ვინც უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებისთვის მოგზაურობის ავტორიზაცია შემოიღო: მსგავსი სამოგზაურო ავტორიზაციის მოთხოვნა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში.სისტემა ჯერ არ ფუნქციონირებს და ამ ეტაპზე არცერთი განაცხადი არ გროვდება: ETIAS-ის დაწყების ზუსტ ვადებს ევროკომისია მალე გამოაცხადებს. უფრთხილდით თაღლითებს არსებობს მხოლოდ ერთი ოფიციალური ETIAS ვებსაიტი: www.europa.eu/etias. როდესაც სისტემა ამოქმედდება, განაცხადის ფორმა ამ ვებსაიტზე გახდება ხელმისაწვდომი. არსებობს ათობით ვებსაიტი, რომლებიც თავს ETIAS აპლიკაციის ოფიციალურ საიტებად აცხადებენ: ისინი იყენებენ ევროკავშირის ოფიციალურ ლოგოს, ზოგი კი მოგზაურთა პირად მონაცემებს აგროვებს. მიუხედავად იმისა, რომ სისტემის ძალაში შესვლის შემდეგ კომერციული შუამავლებისთვის თქვენი სახელით განახცადის შევსება კანონიერი იქნება, დარწმუნდით, რომ სანდოს მიმართეთ: ზოგიერთმა თქვენი პერსონალური მონაცემები, პასპორტის ნომერი და საკრედიტო ბარათი შეიძლება მოიპაროს. მათ ასევე შეუძლიათ მომსახურებისთვის დამატებითი საფასური გადაგახდევინონ. გახსოვდეთ: თუ თქვენ განაცხადისთვის ETIAS ოფიციალურ ვებსაიტს იყენებთ, ETIAS ავტორიზაცია მხოლოდ 7 ევრო ეღირება.
ევროკავშირის წარმომადგენლობა: სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, ერთად ვგლოვობთ შოვის მეწყერის დროს დაღუპულებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, შოვში 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. „ევროკავშირის წარმომადგენლობა ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს, ერთად ვგლოვობთ შოვის მეწყერის დროს დაღუპულებს.“ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. დაკარგულებს ისევ ეძებენ. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.