ევროკავშირის წარმომადგენლობა: სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, ერთად ვგლოვობთ შოვის მეწყერის დროს დაღუპულებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, შოვში 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

„ევროკავშირის წარმომადგენლობა ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს, ერთად ვგლოვობთ შოვის მეწყერის დროს დაღუპულებს.“


შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა.

დაკარგულებს ისევ ეძებენ. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.