თეგი: ელექტროსადგური

ჩინეთი უდაბნოში მეგა ელექტროსადგურს აშენებს

ჩინეთის ენერგეტიკულმა კომპანიებმა, ჩრდილოეთ ჩინეთის კუზუპჩის უდაბნოში, 16 მილიონი კვტ დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყეს. აზერბაიჯანული მედია, სააგენტო Xinhua-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მზის და ქარის ენერგიის ეს პროექტი იქნება ყველაზე დიდი ელექტროსადგური, რომელიც უდაბნოში აშენდება. 16 მილიონი კვტ დადგმული სიმძლავრედან 8 მილიონი კვტ არის მზის ენერგია, 4 მილიონი კვტ ქარის ენერგია და კიდევ 4 მილიონი კვტ არის მოწინავე მაღალი ეფექტურობის თერმული ენერგია. ელექტროსადგურს შეეძლება ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიარდი კვტ/სთ  ენერგია რეგიონებს მიაწოდოს, რომელიც ქალაქებს პეკინსა და ტიანჯინს, ასევე ჩრდილოეთ ჩინეთის ჰებეის პროვინციას მოიცავს.   

უზბეკეთი კიდევ ორი ​​ბირთვული ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

უზბეკეთის პრეზიდენტმა შავქათ მირზიოევმა ქვეყანაში მეორე და მესამე ატომური ელექტროსადგურის (აეს) აშენების გეგმების შესახებ განაცხადა. ინვესტორებთან შეხვედრისას მირზიიოევმა ხაზი გაუსვა, რომ უზბეკეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბირთვულ ენერგეტიკას — განსაკუთრებით ურანის წარმოების ზრდისა და ამ სექტორში დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით. პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია ახალი ატომური ელექტროსადგურების სავარაუდო ადგილმდებარეობა, სიმძლავრეები, მშენებლობის ვადები თუ ღირებულება. ასევე უცნობია, თუ რომელი ინვესტორები მიიღებენ მონაწილეობას 17 ოქტომბერს დაგეგმილ მოლაპარაკებებში. უზბეკეთის პირველი ატომური ელექტროსადგური ჯიზახის ოლქის ფარიშის რაიონში შენდება. პროექტი ითვალისწინებს ორი ენერგობლოკის — VVER-1000-ისა და ორი რეაქტორის — RITM-200N-ის მშენებლობას. საპროექტო სიმძლავრის მიღწევის შემდეგ, სადგური, სავარაუდოდ, წელიწადში დაახლოებით 15,4 მილიარდ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ქვეყნის ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 15%-ზე მეტს დაფარავს.