ჩინეთის ენერგეტიკულმა კომპანიებმა, ჩრდილოეთ ჩინეთის კუზუპჩის უდაბნოში, 16 მილიონი კვტ დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყეს.
აზერბაიჯანული მედია, სააგენტო Xinhua-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მზის და ქარის ენერგიის ეს პროექტი იქნება ყველაზე დიდი ელექტროსადგური, რომელიც უდაბნოში აშენდება.
16 მილიონი კვტ დადგმული სიმძლავრედან 8 მილიონი კვტ არის მზის ენერგია, 4 მილიონი კვტ ქარის ენერგია და კიდევ 4 მილიონი კვტ არის მოწინავე მაღალი ეფექტურობის თერმული ენერგია.
ელექტროსადგურს შეეძლება ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიარდი კვტ/სთ ენერგია რეგიონებს მიაწოდოს, რომელიც ქალაქებს პეკინსა და ტიანჯინს, ასევე ჩრდილოეთ ჩინეთის ჰებეის პროვინციას მოიცავს.