უზბეკეთის პრეზიდენტმა შავქათ მირზიოევმა ქვეყანაში მეორე და მესამე ატომური ელექტროსადგურის (აეს) აშენების გეგმების შესახებ განაცხადა.
ინვესტორებთან შეხვედრისას მირზიიოევმა ხაზი გაუსვა, რომ უზბეკეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბირთვულ ენერგეტიკას — განსაკუთრებით ურანის წარმოების ზრდისა და ამ სექტორში დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით.
პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია ახალი ატომური ელექტროსადგურების სავარაუდო ადგილმდებარეობა, სიმძლავრეები, მშენებლობის ვადები თუ ღირებულება. ასევე უცნობია, თუ რომელი ინვესტორები მიიღებენ მონაწილეობას 17 ოქტომბერს დაგეგმილ მოლაპარაკებებში.
უზბეკეთის პირველი ატომური ელექტროსადგური ჯიზახის ოლქის ფარიშის რაიონში შენდება. პროექტი ითვალისწინებს ორი ენერგობლოკის — VVER-1000-ისა და ორი რეაქტორის — RITM-200N-ის მშენებლობას.
საპროექტო სიმძლავრის მიღწევის შემდეგ, სადგური, სავარაუდოდ, წელიწადში დაახლოებით 15,4 მილიარდ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ქვეყნის ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 15%-ზე მეტს დაფარავს.