თეგი: ე.წ. სამხრეთ ოსეთი
პესკოვმა გაიმეორა, რომ რუსეთი არ გეგმავს ნაბიჯების გადადგმას ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთებისთვის
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი არ გეგმავს რაიმე ნაბიჯების გადადგმას ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციისთვის მიერთების მიზნით. ამის შესახებ „რია ნოვოსტი “წერს. ე.წ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა პესკოვი ბიბილოვის განცხადებაზე: კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს „ამ თემაზე უკვე ვილაპარაკე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ კუთხით რუსული მხარიდან არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა და არცაა დაგეგმილი “, - აღნიშნა მან. პესკოვმა ასევე მიუთითა ინციდენტზე, რის გამოც, მისი თქმით, „საჭიროა კანონიერად დაფიქრება ფორმულირებაზე“. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს „თქვენ იცით, რა თქმა უნდა, თეორიულად, თუ ამას სერიოზულად მივიღებთ, მაშინ ჯერ კიდევ გვჭირდება ამ საკითხის იურიდიულად დასრულება, რადგან თუ სწორად გავიგეთ, რეფერენდუმის საკითხი იურიდიულად არის ჩამოყალიბებული, როგორც ე.წ. სამხრეთის რესპუბლიკის გაერთიანება. ანუ იურიდიულად ესაა კაზუსი, რადგან თუ გაერთიანებაა, მაშინ საუბარია მესამე სახელმწიფოს შექმნაზე, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ამიტომ, ცოტა უნდა იფიქროთ, ალბათ იურიდიულად, მხოლოდ ფორმულირებაზე“, - თქვა პესკოვმა. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი.
ალან გაგლოევი ე.წ. რეფერენდუმზე: თუ რუსეთი მზადაა საკუთარ შემადგენლობაში ჩვენს მისაღებად, რეფერენდუმისთვის ფულს ვისესხებთ
„სამხრეთ ოსეთის“ ახლად არჩეულმა მარიონეტმა პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე მედიასთან განმარტება გააკეთა. კერძოდ, აღნიშნა, რომ თუ რუსეთის ფედერაცია ოკუპირებული რეგიონის შეერთებისთვის მზად არის, მაშინ ე.წ. რეფერენდუმისთვის ფულს ისესხებენ. ე.წ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა "ჩვენ მის [რეფერენდუმის] ჩასატარებლად შეგვიძლია შესაძლებლობები გამოვნახოთ, ავიღოთ სესხი ბანკში, თუ რუსეთი მზადაა საკუთარ შემადგენლობაში მიგვიღოს", – თქვა გაგლოევმა. მისი თქმით, ე.წ. რეფერენდუმის ჩასატარებლად 32.5 მილიონი რუბლია საჭირო, რაც დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარია. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს