თეგი: ვარდნა

პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამ, რუსეთის ბაზრებზე ინდექსის ვარდნა გამოიწვია

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას, რუსეთის ბაზრებზე მყისიერი რეაქცია მოჰყვა. მეორე დღეა ბაზრებზე ინდექსები ეცემა, ბოლოს ასეთი ვითარება თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დროს დაფიქსირდა.  10:43 საათზე მოსკოვის დროით, მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი 4%-ით, ხოლო РТС-ი 5%-ით ჩამოიშალა.  ამასთან, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებაზე, რეაქცია რუსულ რუბლსაც ჰქონდა. რუსეთის ვალუტამ პოზიციები დათმო და გაუფასურება დაიწყო. $1 ღირებულებამ 62 რუბლი შეადგინა. რუსული რუბლი აშშ დოლართან 1,4 რუბლით გაუფასურდა. კურსმა ვარდნა დაიწყო ევროსთან მიმართებითაც.  მანამდე, 20 სექტემბრის მონაცემებით, მოსკოვის ბირჟის ინდექსი 8%-ით დაეცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში, რუსეთთან მიერთებაზე რეფერენდუმის თარიღი დასახელდა.  დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.     

რუსული რუბლი, აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით ვარდნას განაგრძობს

ოთხშაბათს მოსკოვის ბირჟაზე მთავარი სესიის გახსნამდე, აშშ დოლარის კურსმა დილის ვაჭრობისას 70 რუბლს გადააჭარბა. რუბლის კურსის ასეთი ვარდნა 11 მაისის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. 21 დეკემბერს მოსკოვის დროით 8:40 საათისთვის აშშ დოლარის კურსმა 70,6 რუბლი შეადგინა, რაც 1,73 რუბლით აღემატება წინა ვაჭრობის დახურვის დონეს. ოთხშაბათს ევროს კურსმა 75 რუბლს გადააჭარბა, ფასი კი 1,51 რუბლით გაიზარდა. ეს პირველად მოხდა 29 აპრილის შემდეგ. რუსული რუბლი, დასავლურ ვალუტებთან მიმართებაში უკვე დაახლოებით ერთი კვირაა უფასურდება.  ანალიტიკოსების შეფასებით, რუბლის მკვეთრი ვარდნა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის და ნავთობისა და გაზის ფასებზე ჭერის შემოღების ფონზე მიდინარეობს.   

2022 წელს რუსეთის საფონდო ბაზარმა თითქმის 50%-იანი ვარდნა განიცადა

2022 წელს მოსკოვის ბირჟის ინდექსი 43%-ით დაეცა, რაც უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დიდი პაკეტის შემოღებას უკავშირდება.  Bloomberg: ომის დაწყებიდან რუსეთის უმდიდრესმა ადამიანებმა $93 მილიარდი დაკარგეს 24 თებერვალს გამართული სავაჭრო სესიის შედეგად მოსკოვის ბირჟის ინდექსი 33,28%-ით დაეცა. კოლაფსის წინა რეკორდი დაფიქსირდა 1997 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც მოსკოვის ბირჟის ინდექსი ერთ დღეში 20,81%-ით დაეცა. შეგახსენებთ, რომ რუსმა ოლიგარქებმა 2022 წელს თითქმის $95 მილიარდი დაკარგეს მათ მიმართ დაწესებული ევროკავშირის სანქციების გამო, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინას შეუტია.