ოთხშაბათს მოსკოვის ბირჟაზე მთავარი სესიის გახსნამდე, აშშ დოლარის კურსმა დილის ვაჭრობისას 70 რუბლს გადააჭარბა. რუბლის კურსის ასეთი ვარდნა 11 მაისის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.
21 დეკემბერს მოსკოვის დროით 8:40 საათისთვის აშშ დოლარის კურსმა 70,6 რუბლი შეადგინა, რაც 1,73 რუბლით აღემატება წინა ვაჭრობის დახურვის დონეს.
ოთხშაბათს ევროს კურსმა 75 რუბლს გადააჭარბა, ფასი კი 1,51 რუბლით გაიზარდა. ეს პირველად მოხდა 29 აპრილის შემდეგ.
რუსული რუბლი, დასავლურ ვალუტებთან მიმართებაში უკვე დაახლოებით ერთი კვირაა უფასურდება.
ანალიტიკოსების შეფასებით, რუბლის მკვეთრი ვარდნა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის და ნავთობისა და გაზის ფასებზე ჭერის შემოღების ფონზე მიდინარეობს.