თეგი: ვორონეჟი
რუსეთის ქალაქს დრონებით ისევ შეუტიეს
რუსეთის ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი იუწყება, რომ რუსეთის ქალაქ ვორონეჟზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 3 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ვორონეჟი, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით, 180 კილომეტრში მდებარეობს, რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებს ესაზღვრება. ხსენებულ ოლქებზე შეტევები ბოლო პერიოდში ხშირია, რაშიც, რუსეთის ხელისუფლება უკრაინას ადანაშაულებს. თავის მხრივ, კიევი თავდასხმებში მონაწილეობას არ ადასტურებს.
რუსეთში, ვორონეჟის ოლქში Su-34 ჩამოვარდა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ვორონეჟის ოლქში Su-34 თვითმფრინავი ჩამოვარდა. უწყების ცნობით, ეკიპაჟის ორი წევრი გადარჩა. „2023 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით დილის 10:00 საათზე, Su-34 თვითმფრინავი ჩამოვარდა დაგეგმილი სასწავლო ფრენის დროს,“ - აცხადებენ სამინისტროში. მისივე თანახმად, თვითმფრინავი დასახლებული პუნქტიდან შორს ჩავარდა და მას არ ჰქონდა საბრძოლო მასალა. სამინისტრომ განმარტა, რომ ინციდენტის მიზეზი შესაძლოა, ტექნიკური გაუმართაობა იყოს.
რუსეთი აღიარებს, რომ შეცდომით თავისი სოფელი დაბობმა
რუსეთის განცხადებით, მისმა არმიამ უკრაინაზე მასშტაბური იერიშის დროს შეცდომით დაბომბა სამხრეთის ვორონეჟის რეგიონში მდებარე სოფელი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის საზღვრიდან 150-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელ პეტროპავლოვკაში ექვსი შენობა დაზიანდა, მსხვერპლი არ არის. თავდასხმა განხორციელდა იმ დროს, როცა რუსეთის არმიამ რაკეტებით და დრონებით მიიტანა იერიში უკრაინაზე, რასაც კიევსა და ხარკოვში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 100-მდე პირი. ამ დროისთვის ცნობილია, რომ უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 92 ადამიანი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა 31 დეკემბრიდან დღემდე 170-მდე დრონი და ათობით სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი, სამოქალაქო ობიექტებისკენ იყო მიმართული.
რუსეთის ქალაქ ვორონეჟში აფეთქებების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
რუსეთის ქალაქ ვორონეჟში აფეთქებები იყო. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ სამხედროებმა დრონებით შეტევა მოიგერიეს. მანამდე, ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვორონეჟზე უკრაინული დრონებით თავდასხმა მოიგერია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩამოგდებულია სამი დრონი. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია გოგონა. ერთ-ერთ კორპუსში აივანს ცეცხლი გაუჩნდა, კიდევ ორ მაღალსართულიან კორპუსსა და რამდენიმე კერძო სახლში მინები ჩაიმსხვრა. „დაზიანებულ სახლებსა და მიმდებარე სახლებზე, ასევე ტერიტორიაზე, როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონების ზიანის შემფასებელი კომისია იმუშავებს. გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებისთვის უკვე შემოღებულია ქალაქის საგანგებო რეჟიმი," - წერს მერი Telegram არხზე. უკრაინის ლუგანსკის ოლქთან მოსაზღვრე ვორონეჟის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი იერიში იყო 2023 წელსაც. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.