თეგი: ზურაბ პოლოლიკაშვილი
UNWTO-ს გენმდივანი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთს წევრობა შეუჩერონ
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთს წევრობა შეუჩერონ. ამის შესახებ ზურაბ პოლოლიკაშვილი Twitter-ზე წერს. „რუსეთის სამხედრო აგრესია, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ადამიანების, მშვიდობიანი მოქალაქეების გაუბედურებას იწვევს და მთელ მსოფლიოს საფრთხეს უქმნის. ეს ქმედებები UNWTO-ს ფუნდამენტურ მიზნებს ეწინააღმდეგება. როგორც UNWTO-ს გენერალური მდივანი, ჩემი მოვალეობაა, მოვუწოდო ორგანიზაციის სხვა წევრ ქვეყნებს, შეუჩერდეს რუსეთის ფედერაციას წევრობა UNWTO-ს წესდების შესაბამისად“, - წერს ზურაბ პოლოლიკაშვილი.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ რუსეთს წევრობა ოთხშაბათს შეუჩერდება
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი იმედოვნებს, რომ წევრი ქვეყნები უკრაინაში მისი შეჭრის გამო რუსეთს წევრობას სპეციალურ კენჭისყრაზე, ოთხშაბათს შეუჩერებენ. Reuters-ი წერს, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილმა, რომლის სამშობლოში 2008 წელს შეიჭრა რუსეთში, განაცხადა, რომ გაეროს როლი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაა. „ამ შემთხვევაში, რუსეთისთვის წევრობის შეჩერება იქნება მაგალითი იმისა, რომ ყველა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს წესებს“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. „ნებისმიერი თავშეკავება შიშით იქნება მოტივირებული. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ომის დროს, უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა ომის წინააღმდეგ, საუბარია იმ ქვეყნისთვის უფლების შეჩერებაზე, რომელიც ორი თვეა, ბომბავს სხვა ქვეყანას„, - აღნიშნავს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ის მოელის, რომ რუსეთს წევრობა სულ მცირე, მომავალ წლამდე შეუჩერდება. შეგახსენებთ, რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა 7 აპრილს შეუჩერეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამავე თემაზე UNWTO-ს გენმდივანი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთს წევრობა შეუჩერონ
დმიტრო კულება ზურაბ პოლოლიკაშვილს მადლობას უხდის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მადლობას უხდის. „ძვირფასო ზურაბ, მადლობელი ვარ თქვენი პრინციპული პოზიციის, რამაც უზრუნველყო ამ გადაწყვეტილების მიღება“, - წერს დმიტრო კულება. კიდევ ერთ პოსტში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ რუსი სამხედრო დამნაშავეების ერთადერთი სამოგზაურო მიმართულება უნდა იყოს ჰააგა.„რუსეთს შეუჩერდა UNWTO-ს წევრობა. გენერალური ასამბლეის პირველ რიგგარეშე სესიაზე. მადლობა ყველა წევრს, ვინც მხარი დაუჭირა ამ ნაბიჯს. რუსი სამხედრო დამნაშავეების ერთადერთი სამოგზაურო მიმართულება უნდა იყოს ჰააგა. რუსეთის იზოლაცია ყოველდღიურად ღრმავდება“, - წერს დმიტრკო კულება. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსეთმა საერთაშორისო სააგენტოს დატოვება სწორედ მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ქვეყნები რუსეთის წევრობის შეჩერების მიზნით კენჭისყრას გეგმავდნენ. შეგახსენებთ, რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა 7 აპრილს შეუჩერეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამავე თემაზე UNWTO-ს გენმდივანი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთს წევრობა შეუჩერონ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ რუსეთს წევრობა ოთხშაბათს შეუჩერდება
გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ, რუსეთის წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირა
უკრაინაში შეჭრის გამო გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ (UNWTO) მხარი დაუჭირა რუსეთის წევრობის შეჩერებას. ამ გადაწყვეტილებას ორგანიზაციის 160-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ტურისტული სააგენტოს საგანგებო გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც 27 აპრილს გაიმართა, განაცხადა მადრიდში დაფუძნებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა. გადაწყვეტილების მისაღებად ხმების ორი მესამედის უმრავლესობა იყო საჭირო. ორგანიზაციის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, ზუსტად რამდენმა წევრმა დაუჭირა მხარი წინადადებას. რუსეთი ელოდა თავისი წევრობის შეჩერებას და შეკრების დასაწყისშივე გამოაცხადა, რომ ის გადიოდა ორგანიზაციიდან. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, რომ სააგენტოს წესდება ნათელია: "ტურიზმის ხელშეწყობა მშვიდობისთვის და ადამიანის უფლებების საყოველთაო პატივისცემა. მხოლოდ ის წევრები შეიძლება იყვნენ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ნაწილი, რომლებიც ამ წესდებას იცავენ". რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს იყო "პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება", რომელსაც ის არაკანონიერად მიიჩნევს. ის ასევე ამტკიცებს, რომ კენჭისყრას ხელი შეუწყო "ანტირუსულმა პროპაგანდამ" და "შანტაჟმა". კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება ტურიზმის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ არ იმოქმედებს ტურიზმზე რუსეთში. შეგახსენებთ, რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა 7 აპრილს შეუჩერეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ამავე თემაზე UNWTO-ს გენმდივანი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთს წევრობა შეუჩერონ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ რუსეთს წევრობა ოთხშაბათს შეუჩერდება რუსეთმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია დატოვა
ზურაბ პოლოლიკაშვილი: საქართველოს მთავრობასთან ერთად თბილისში ვგეგმავთ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის გახსნას
„აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის გამოსვლით გაიხსნა დღეს პანელური დისკუსია „ტურიზმი საზღვრებს მიღმა“ (Tourism Beyond Borders: Navigating the Changes). პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ინვესტიციებისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით საქართველოს ხელსაყრელ მდებარეობასა და პირობებზე ისაუბრა. „ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ იმართება. პანდემიის შემდეგ მსოფლიო და ტურისტული ინდუსტრია ძალიან შეიცვალა, დღეს საქართველო ძალიან კარგი ადგილია ინვესტიციებისთვის. ძალიან კარგი ინვესტიციები სასტუმროებში, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, მაგრამ ხალხის გარეშე არაფერი გამოვა. ახლახან უზბეკეთში, სამარყანდში ჩვენ გავხსენით აბრეშუმის გზის უნივერსიტეტი ტურიზმის მიმართულებით. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვგეგმავთ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის გახსნას თბილისში. საქართველოში ძალიან დიდი მოთხოვნაა ტურისტულ განათლებაზე და ძალიან ხელსაყრელია საქართველოში ინვესტიციების ჩადება სწორედ ამ მიმართულებით,“ - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის განცხადები, ტურიზმის განვითარებამ საქართველო ძალიან შეცვალა. „დღეს ტურიზმს ძალიან დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკაში, ეს არის ინვესტიციების ადგილი და ქვეყანა, სადაც უნდა დაისვენოთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარაა, ძალიან მრავალფეროვანია და ნებისმიერი აქტივობისთვის საინტერესოა, აღარაფერს ვიტყვი ქართულ ღვინოსა და სამზარეულოზე. მინდა გითხრათ, რომ მომავალ წელს საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს - ჩვენ ერთად ვიზეიმებთ მსოფლიო ტურიზმის დღეს,“ - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.