თეგი: თავდაცვის ხარჯები

ავსტრია ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს, მაგრამ თავდაცვის ხარჯებს გაზრდის - კარლ ნეჰამერი

ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიატოვებს ნეიტრალიტეტის პოლიტიკას, მაგრამ უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით თავდაცვის ხარჯებს გაზრდის. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ედუარდ გეგერის ვენაში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ნეჰამერს ჰკითხეს, გადახედავს თუ არა ავსტრია თავისი ნეიტრალიტეტის საკითხს. ამაზე ავსტრიის კანცლერმა უპასუხა, რომ შვედეთისა და ფინეთისგან განსხვავებით, ავსტრიაში NATO-ში შესაძლო შესვლის შესახებ „არავითარი საუბარი“ არ მიმდინარეობს. მან განმარტა, რომ ვენა ჩართულია ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში და ასევე გეგმავს ინვესტიციების გაზრდას თავდაცვის სფეროში. მანამდე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა შვედეთისა და ფინეთის შემდეგ NATO-ში  გაწევრიანებას არ განიხილავს და ნეიტრალურ სტატუსზე უარის თქმისთვის მიზეზს ვერ ხედავს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.  

The Guardian: ბრიტანეთი თავდაცვის მინისტრს „დაკარგავს“, თუ თავდაცვის ხარჯები არ გაიზრდება

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა და მისმა ერთ-ერთმა მოადგილემ ჯეიმს ჰიპიმ განაცხადეს, რომ ისინი თანამდებობებს იმ შემთხვევაში დატოვებენ, თუ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი, წინასაარჩევნო დაპირებას არ შეასრულებს და 2030 წლისთვის თავდაცვისთვის მშპ-ს 3%-ს არ დახარჯავს. ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა ამის შესახებ The Guardian წერს. ამასთან, გამოცემა წერს, რომ „მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და მოკავშირეების ვალდებულებები აჩვენებს, რომ თავდაცვა არ არის „დისკრეციული“ ხარჯვა, არამედ პრიორიტეტია. დიდი ბრიტანეთი 2023 წელს კიდევ უფრო გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარების დონეს - ლიზ ტრასი უოლესი მუშაობს განახლებული ხარჯვის გეგმაზე, რომლის თანახადაც ბრიტანეთის თავდაცვის ბიუჯეტი 2026 წლისთვის - მშპ-ს 2.1%-დან 2.5%-მდე უნდა გაიზარდოს, ხოლო 2026 წლისთვის და 3%-მდე, რაც დაახლოებით, წელიწადში 100 მილიარდ ფუნტს შეადგენს.  თავის მხრივ, უმცროსმა სახელმწიფო მდივანმა შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანთა საკითხებში ჯეიმს ჰიპიმ განაცხადა, რომ თანამდებობას ისიც დატოვებს, თუ ტრასის დაპირება არ შესრულდება.