ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიატოვებს ნეიტრალიტეტის პოლიტიკას, მაგრამ უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით თავდაცვის ხარჯებს გაზრდის.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ედუარდ გეგერის ვენაში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ნეჰამერს ჰკითხეს, გადახედავს თუ არა ავსტრია თავისი ნეიტრალიტეტის საკითხს.
ამაზე ავსტრიის კანცლერმა უპასუხა, რომ შვედეთისა და ფინეთისგან განსხვავებით, ავსტრიაში NATO-ში შესაძლო შესვლის შესახებ „არავითარი საუბარი“ არ მიმდინარეობს. მან განმარტა, რომ ვენა ჩართულია ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში და ასევე გეგმავს ინვესტიციების გაზრდას თავდაცვის სფეროში.
მანამდე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა შვედეთისა და ფინეთის შემდეგ NATO-ში გაწევრიანებას არ განიხილავს და ნეიტრალურ სტატუსზე უარის თქმისთვის მიზეზს ვერ ხედავს.
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.