ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა და მისმა ერთ-ერთმა მოადგილემ ჯეიმს ჰიპიმ განაცხადეს, რომ ისინი თანამდებობებს იმ შემთხვევაში დატოვებენ, თუ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი, წინასაარჩევნო დაპირებას არ შეასრულებს და 2030 წლისთვის თავდაცვისთვის მშპ-ს 3%-ს არ დახარჯავს.
ამის შესახებ The Guardian წერს.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ „მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და მოკავშირეების ვალდებულებები აჩვენებს, რომ თავდაცვა არ არის „დისკრეციული“ ხარჯვა, არამედ პრიორიტეტია.
უოლესი მუშაობს განახლებული ხარჯვის გეგმაზე, რომლის თანახადაც ბრიტანეთის თავდაცვის ბიუჯეტი 2026 წლისთვის - მშპ-ს 2.1%-დან 2.5%-მდე უნდა გაიზარდოს, ხოლო 2026 წლისთვის და 3%-მდე, რაც დაახლოებით, წელიწადში 100 მილიარდ ფუნტს შეადგენს.
თავის მხრივ, უმცროსმა სახელმწიფო მდივანმა შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანთა საკითხებში ჯეიმს ჰიპიმ განაცხადა, რომ თანამდებობას ისიც დატოვებს, თუ ტრასის დაპირება არ შესრულდება.