თეგი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: 2022 წლის ექვსი თვის მონაცემებით, მგზავრთნაკადი 69%-ით, ხოლო ფრენები 70%-ით აღდგა
მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 163 177 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 166%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 62%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს, – ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას. მათივე ცნობით, 2022 წლის ორ კვარტალში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 328 386 მგზავრი. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 965%-ს შეადგენს. 2019 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით კი, ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 90%-ს შეადგენს. "ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 216 062 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 87%-ი. რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია პირველი 6 თვის დაჯამებული მონაცემებით 3 212 მგზავრს მოემსახურა, რაც 150%-ით მეტია ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. პანდემიამდე, 2019 წლის ორ კვარტალში მიღებული მგზავრების რაოდენობას აეროპორტი მხოლოდ 8%-ით ჩამორჩება. შესაბამისად, აღდგენის მაჩვენებელი 92%-ს შეადგენს. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ 6 თვეში 884 მგზავრი მიიღო, რაც 47%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა და 48%-ით აღემატება 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. 2019 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 45%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით ზრდა 165%-ს შეადგენს. აეროპორტი 4 997 მგზავრს მოემსახურა. 2022 წლის 6 თვეში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 8 556 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 6 785-ს, ხოლო ჩარტერების – 1 771-ს. 2021 წლის პირველ 6 თვეში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისებმა 84%-ით იმატა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, აღდგენის მაჩვენებელი 70%-ს შეადგენს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის ექვს თვეში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 8 788. 996 ტონა შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 8 717.282 ტონა. შესაბამისად, შარშანდელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 0.82%-ით არის გაზრდილი. ცნობისთვის, სამგზავრო საჰაერო მიმოსვლისაგან განსხვავებით, COVID 19-ის გამო საქართველოში სატვირთო საჰაერო მიმოსვლა არ შეჩერებულა. 2021 წლის ექვს თვესთან შედარებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება გაიზარდა 46%-ით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი კლება მხოლოდ 15%-ია. შესაბამისად აღდგენის მაჩვენებელი 85%-ს შეადგენს. სულ, გასულ ექვს თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 54 591 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა. 2022 წლის განვლილ ექვს თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე Turkish Airlines-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს და 226 719 მგზავრი ყავს გადაყვანილი. ამავე პროცენტული წილით (13%) მეორე ადგილზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ია 226 000 გადაყვანილი მგზავრით. რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასეთია: Turkish Airlines – 13% (226 719 მგზავრი); Wizz Air Hungary – 13% (226 000 მგზავრი); Pegasus – 10% (164 293 მგზავრი); Belavia – 6% (108 979 მგზავრი); Fly Dubai – 5% (85 954 მგზავრი); Israir – 5% (79 395 მგზავრი); Azerbaijan Airlines – 4% (70 409 მგზავრი); Fly Arystan – 3% (57 275 მგზავრი); Georgian Airways – 3% (51 767 მგზავრი); EL AL – 3% (51 288 მგზავრი)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შტუტგარტის მიმართულება დაემატა
გერმანულმა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-მა შტუტგარტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა. ავიაკომპანია შტუტგარტი-თბილისი-შტუტგარტის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იოპერირებს. პირველ რეისს შტუტგარტიდან 155 მგზავრი ჩამოჰყვა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებისა და მიმართულებების გაზრდის მიზნით 2017 წლიდან აქტიურ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ,,მოხარული ვართ, რომ ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების არეალი გააფართოვა. დიუსელდორფის შემდეგ ავიაკომპანიამ ოპერირება თბილისის მიმართულებით გერმანიის კიდევ ერთი ქალაქიდან, შტუტგარტიდან დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ავიაკომპანიასთან მრავალეტაპიანი მოლაპარაკებები გვქონდა ფრენების დაწყებისა და მიმართულებების დამატების თაობაზე. ნაყოფიერი მოლაპარაკებები გვქონდა ასევე, საავიაციო ფორუმ Routes Europe 2022-ის ფარგლებში. რის შედეგადაც, ავიაკომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო 2022 წლის ზაფხულიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი მიმართულება დაემატებინა“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ. Eurowings-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2021 წლის 4 ივლისიდან შემოვიდა და დიუსელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით ოპერირებს. Eurowings-ის სატარიფო პოლიტიკა BASIC, SMART და BIZclass სახის ავიაბილეთებზეა გათვლილი.
2022 წლის იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 515 988 მგზავრს მოემსახურა
2022 წლის იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 515 988 მგზავრს მოემსახურა, რაც 121,56%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დღეისათვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 35 ავიაკომპანია 38 მიმართულებით ასრულებს რეისებს. ინფორმაციას ამის შესახებ TAV Georgia ავრცელებს. „“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა. “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიკურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
2022 წლის აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 363 830 მგზავრს მოემსახურა
2022 წლის აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 363 830 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთ ნაკადის 92%-ია, ხოლო 2021 წლის აგვისტოს მონაცემებთან შედარებით, 48%-იანიზრდაა. "ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის აგვისტოში 103 625 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 2%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 7%-ით აღემატება", - ამის შესახებ ინფორმაციას „ტავჯორჯია“ ავრცელებს.
Air Moldova ოქტომბრიდან თბილისი-კიშინეუს მიმართულებით პირდაპირ ფრენებს გეგმავს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია გეგმავს. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, Air Moldova ოქტომბრიდან, თბილისი-კიშინეუს მიმართულებით პირდაპირ ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს. ნოემბრიდან ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხამდე გაზრდას გეგმავს.
2022 წლის ოქტომბერში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 332 999 მგზავრს მოემსახურა
2022 წლის ოქტომბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 332 999 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადს 17%-ით აღემატება, ხოლო 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით, 67%-იანი ზრდაა. ამის შესახებ ინფორმაციას, „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. "ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის ოქტომბერში 52 536 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 17%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 11%-ით აღემატება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულშია
Skytrax World Airport Awards 2023-ზე, რომელიც ამსტერდამში გაიმართა, TAV Georgia-ს მართვაში არსებული ორივე აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღნიშნულ კატეგორიაში ზედიზედ მეათედ, ხოლო ბათუმის - მეორედ მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს. მგზავრთა გამოკითხვის შედეგად - აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ხუთეულშია ბუდაპეშტის, ტალინის, რიგის, სოფიას და თბილისის საერთაშორისო აეროპორტები. Skytrax-ის 2023 წლის რეიტინგში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულშია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია “ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში თეა ზაქარაძე Skytrax-ის პრეზიდენტ ედუარდ პლაისტედს შეხვდა. Skytrax-ი გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც, 1999 წლიდან, მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასე
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისზე რეგისტრაციას მგზავრები დამოუკიდებლად შეძლებენ
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში თვითრეგისტრაციის ჯიხურები (Self-Check in Kiosks) განთავსდა. გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა, თავად დარეგისტრირდნენ რეისზე, აირჩიონ ადგილი და დაბეჭდონ ჩასხდომის ბარათი. „პროექტში, რომელიც რეგისტრაციის პროცესის გამარტივებას და მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ 150 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამჟამად თვითრეგისტრაციის ორი ჯიხური ფუნქციონირებს, რომლითაც სარგებლობა პირველ ეტაპზე მხოლოდ ორი ავიაკომპანიის მგზავრებს შეუძლიათ. ავიაკომპანიების რიცხვი, რომელთა რეისებზე რეგისტრაციას მგზავრები დამოუკიდებლად შეძლებენ, ეტაპობრივად გაიზრდება,“ აცხადებს “ტავ ჯორჯია.“
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, რამდენიმე ავიარეისი ვერ დაჯდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ისინი სათადარიგო აეროპორტებში გაფრინდნენ. მათივე ცნობით, ვერ შესრულდა „კატარის ავიახაზების“ რეისი დოჰა-თბილისი, რომელიც დაჯდა ერევანში, ავიაკომპანია „აზიმუტის“ რეისი მოსკოვი-თბილისი დაჯდა ქუთაისში და „ჯაზირას“ ავიახაზები ქუვეითი-თბილისი დაჯდა ერევანში. თბილისში დღევანდელი რეისები გააუქმეს „პეგასუსმა“ და „თურქეთის ავიხაზებმა“ , ორივე სტამბოლი-თბილისის რეისი იყო.