თეგი: თემურ ჯანაშია
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი: მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, ადამიანი აღარ არის, სიკვდილის პირასაა
მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, ადამიანი აღარ არის, სიკვდილის პირასაა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ „ვივამედის“ კლინიკაში, სააკაშვილის ნახვის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა, კლინიკა „ვივამედში“ გრძელდება „საუბრის დროს იღლება და არის სიკვდილის პირას, ეს არ არის ნორმალური. მიზეზი, რის გამოც მედიკამენტებს ვერ იღებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ელოდება ამერიკელ ექიმ კობის“, - აღნიშნა თემურ ჯანაშიამ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
პარლამენტში მოშიმშილეებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი დეპუტატი შეუერთდა
მივიღებ ყველა იმ საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობას, რაც მიმართული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გადასარჩენად, - პარლამენტში მოშიმშილეებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი დეპუტატი თემურ ჯანაშია შეუერთდა. "მოცემულ შემთხვევაში ეს არის ასეთი სახის პროტესტი და ვუერთდები მათ. შიმშილობას ვაპირებ სანამ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე არ გადარჩება, როცა მივიღებთ გარანტიას, რომ ეს ადამიანი არის ისეთი კვალიფიციური ექიმების ხელში, ისეთ მდგომარეობაში, რომ პროგრესი აღინიშნება რეალური, შევწყვეტთ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა,"- განაცხადა ჯანაშიამ. ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვამ პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გუშინ დაიწყეს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ თემურ ჯანაშია საავადმყოფოში გადაიყვანეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თემურ ჯანაშიამ ექიმების რეკომენდაციით, შიმშილობა შეწყვიტა, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პარლამენტში დაუდასტურეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა ამასთან, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, თემურ ჯანაშია საავადმყოფოშია გადაყვანილი. მანამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დავით კირკიტაძე კლინიკაში გადაიყვანეს, მან ექიმების რეკომენტაციით შიმშილობა შეწყვიტა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. მათ 16 დეკემბერს შეუერთდა ამავე პარტიის წევრი თემურ ჯანაშია. რაც შეეხება კიდევ ერთ მოშიმშილე დეპუტატს, ანა წითლიძეს, ის შიმშილობას აგრძელებს. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოში 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან ექიმები, რომლებიც მოშიმშილეს მუდმივ მონიტორინგს უწევენ.