მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, ადამიანი აღარ არის, სიკვდილის პირასაა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ „ვივამედის“ კლინიკაში, სააკაშვილის ნახვის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
„საუბრის დროს იღლება და არის სიკვდილის პირას, ეს არ არის ნორმალური. მიზეზი, რის გამოც მედიკამენტებს ვერ იღებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ელოდება ამერიკელ ექიმ კობის“, - აღნიშნა თემურ ჯანაშიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.