თეგი: თოვლი
თბილისის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია
თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. ასევე წაიკითხეთ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია
იაპონია თოვლისგან ელექტროენერგიის გამომუშავებას ცდილობს
იაპონიის ქალაქ აომორში, კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთით, თოვლის დნობის პროცესის შედეგად ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით, საპილოტე პროექტი დაიწყო. ამ მიზნით თოვლი სპეციალურად იზოლირებული ყოფილი სკოლის საცურაო აუზში გროვდება და მდნარი სითხე ტურბინას ამოძრავებს, აორთქლება ჰაერის ტემპერატურული ცვლილების გამო ხდება. ეს პროექტი, ტოკიოს ელექტროკომუნიკაციის უნივერსიტეტისა და ადგილობრივი IT კომპანიის თანამშრომლობით განხორციელდა. უფრო დიდი ტემპერატურის სხვაობის მისაღებად, რაც ტურბინის მუშაობას გაზრდის, ექსპერტები გეგმავენ, მომავალში ადგილობრივი ცხელი წყაროების ბუნებრივი სითბო და დედამიწის სითბო გამოიყენონ. აომორი მდებარეობს იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ყოველ ზამთარს ინტენსიური თოვა ფიქსირდება, რომლის შედეგების აღმოსაფხვრელად ადგილობრივი ხელისუფლება დიდ ფულს ხარჯავს. თოვლის მასები, რომლისგანაც ქალაქის ქუჩები იწმინდებოდა, ადრე უბრალოდ ზღვაში იყრებოდა. ახლა ადგილობრივი ხელისუფლება შეგროვებული თოვლის კაპიტალიზაციას, მაგალითად, ელექტროენერგიის წარმოებისთვის ბუნებრივი დნობის პროცესების გამოყენებას ცდილობს. ექსპერიმენტის ხელსაყრელი შედეგის შემთხვევაში, იაპონიაში, თოვლის გადამუშავებაზე დაფუძნებული სრულიად ახალი ინდუსტრიის შექმნის იმედი აქვთ.
ძლიერმა ქარმა სამეგრელოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოში. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. ქარმა წააქცია მრავალწლოვანი ხეები, რამაც ზოგიერთი მიმართულებით გადაადგილების პრობლემა შექმნა. ადმინისტრაციის განცხადებით, მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია. რამდენიმე მუნიციპალიტეტში ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. აბონენტებს ელექტრო ენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ. სტიქიამ ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში ასევე დააზიანა რამდენიმე კერძო სახლის სახურავის ნაწილიც. „მუნიციპალიტეტების ზარალის დამთვლელი კომისიების მიერ მოხდება ზარალის დათვლა მოხდება. ადგილზე ვითარებას მოადგილეებთან ერთად ეცნობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში“, - აღნიშნავს ადმინისტრაცია.