იაპონიის ქალაქ აომორში, კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთით, თოვლის დნობის პროცესის შედეგად ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით, საპილოტე პროექტი დაიწყო.
ამ მიზნით თოვლი სპეციალურად იზოლირებული ყოფილი სკოლის საცურაო აუზში გროვდება და მდნარი სითხე ტურბინას ამოძრავებს, აორთქლება ჰაერის ტემპერატურული ცვლილების გამო ხდება.
ეს პროექტი, ტოკიოს ელექტროკომუნიკაციის უნივერსიტეტისა და ადგილობრივი IT კომპანიის თანამშრომლობით განხორციელდა.
უფრო დიდი ტემპერატურის სხვაობის მისაღებად, რაც ტურბინის მუშაობას გაზრდის, ექსპერტები გეგმავენ, მომავალში ადგილობრივი ცხელი წყაროების ბუნებრივი სითბო და დედამიწის სითბო გამოიყენონ.
აომორი მდებარეობს იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ყოველ ზამთარს ინტენსიური თოვა ფიქსირდება, რომლის შედეგების აღმოსაფხვრელად ადგილობრივი ხელისუფლება დიდ ფულს ხარჯავს.
თოვლის მასები, რომლისგანაც ქალაქის ქუჩები იწმინდებოდა, ადრე უბრალოდ ზღვაში იყრებოდა. ახლა ადგილობრივი ხელისუფლება შეგროვებული თოვლის კაპიტალიზაციას, მაგალითად, ელექტროენერგიის წარმოებისთვის ბუნებრივი დნობის პროცესების გამოყენებას ცდილობს.
ექსპერიმენტის ხელსაყრელი შედეგის შემთხვევაში, იაპონიაში, თოვლის გადამუშავებაზე დაფუძნებული სრულიად ახალი ინდუსტრიის შექმნის იმედი აქვთ.