ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოში. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. ქარმა წააქცია მრავალწლოვანი ხეები, რამაც ზოგიერთი მიმართულებით გადაადგილების პრობლემა შექმნა.
ადმინისტრაციის განცხადებით, მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.
რამდენიმე მუნიციპალიტეტში ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.
აბონენტებს ელექტრო ენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ.
სტიქიამ ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში ასევე დააზიანა რამდენიმე კერძო სახლის სახურავის ნაწილიც.
„მუნიციპალიტეტების ზარალის დამთვლელი კომისიების მიერ მოხდება ზარალის დათვლა მოხდება. ადგილზე ვითარებას მოადგილეებთან ერთად ეცნობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში“, - აღნიშნავს ადმინისტრაცია.