თეგი: იარაღის მიწოდება
ჯოზეფ ბორელი: უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ეფექტურია, დახმარება უნდა გავზარდოთ
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში გამოსვლისას ბლოკის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ კიევისთვის იარაღის მიწოდება გაზარდონ. „რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ [ეს დახმარება] ეფექტურია“, - აღნიშნა ბორელმა. ბრიტანეთის დაზვერვა: რუსული არმია სერიოზულად დასუსტდა, პოტენციალის აღსადგენად, ალბათ, წლები დასჭირდება მისი თქმით „ერთ დღეს ან კვირასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს“, რადგან მკაცრი უკრაინული ზამთრის დადგომასთან ერთად, საომარი მოქმედებების წარმოება ქვეყნის აღმოსავლეთში ბევრად უფრო გართულდება. ISW: უკრაინამ ხარკოვის თითქმის მთლიანად დაბრუნებით, ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს „როდესაც [ვლადიმერ] პუტინმა დაიწყო ეს ომი, ვის შეეძლო ეწინასწარმეტყველა, რომ რუსული არმია იძულებული გახდებოდა თავდაცვაზე გადასულიყო? რეალურად ეს უკან დახევაა. ვინ წარმოიდგენდა ასეთ რამეს?“ - განაცხადა ბორელმა.
იტალია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, 2023 წელსაც განაგრძობს
იტალიის მთავრობა, უკრაინისთვის 2023 წელს იარაღის მიწოდების მიზნით, პარლამენტს ახალი კანონის მიღებას სთოვს. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ განაცხადა. „იტალიის მთავრობას შეუძლია ყოველ ჯერზე გაუგზავნოს დახმარება უკრაინას, პარლამენტის ნებართვის გარეშე, კანონის საფუძველზე, რომელის ვადაც წლის ბოლოს იწურება. თავდაცვის სამინისტრო მალე შემოგთავაზებთ იგივე ღონისძიების გახანგრძლივებას, რომელიც გაგრძელდება მთელი 2023 წლამდე”, - განუცხადა კროსეტომ გაზეთ Il Foglio-ს. გვიდო კროსეტო, იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის მემარჯვენე პარტიის „იტალიის ძმების“ წევრია, რომელიც უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია. „მმართველი კოალიციის ორი სხვა მთავარი წევრი, მატეო სალვინი და სილვიო ბერლუსკონი, უფრო ამბივალენტურები არიან, რადგან ორივეს ისტორიული კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან“, - წერს იტალიური მედია.
იტალიის მთავრობამ უკრაინისთვის, 2023 წლის ბოლომდე იარაღის მიწოდებას მხარი დაუჭირა
იტალიის მინისტრთა საბჭომ, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ვადის 2023 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. განკარგულების თანახმად, კიევს სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა, რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლისვის 2023 წლის განმავლობაში, იტალიელი კანონმდებლების ცალკეული თანხმობის გარეშე გადაეცემა. მთავრობის დადგენილება იტალიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის ადმინისტრაციამ ომის დაწყების შემდეგ შემოიღო ზომები, რომლებიც საშუალებას აძლევდა ქვეყანას, იარაღი კიევში პარლამენტის ნებართვის მოთხოვნის გარეშე გაეგზავნა. ამ შეთანხმებას ვადა ეწურება წლის ბოლოს და პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მხარდამჭერმა კოალიციამ თავდაპირველად სცადა მისი გახანგრძლივება 2023 წლის 31 დეკემბრამდე, მთავრობის დადგენილებაში შესწორებით, რომელიც ახლა პარლამენტში გადადის.