ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში გამოსვლისას ბლოკის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ კიევისთვის იარაღის მიწოდება გაზარდონ. „რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ [ეს დახმარება] ეფექტურია“, - აღნიშნა ბორელმა.
მისი თქმით „ერთ დღეს ან კვირასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს“, რადგან მკაცრი უკრაინული ზამთრის დადგომასთან ერთად, საომარი მოქმედებების წარმოება ქვეყნის აღმოსავლეთში ბევრად უფრო გართულდება.
- ISW: უკრაინამ ხარკოვის თითქმის მთლიანად დაბრუნებით, ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა
- უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს
„როდესაც [ვლადიმერ] პუტინმა დაიწყო ეს ომი, ვის შეეძლო ეწინასწარმეტყველა, რომ რუსული არმია იძულებული გახდებოდა თავდაცვაზე გადასულიყო? რეალურად ეს უკან დახევაა. ვინ წარმოიდგენდა ასეთ რამეს?“ - განაცხადა ბორელმა.