იტალიის მთავრობა, უკრაინისთვის 2023 წელს იარაღის მიწოდების მიზნით, პარლამენტს ახალი კანონის მიღებას სთოვს.
ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ განაცხადა.
„იტალიის მთავრობას შეუძლია ყოველ ჯერზე გაუგზავნოს დახმარება უკრაინას, პარლამენტის ნებართვის გარეშე, კანონის საფუძველზე, რომელის ვადაც წლის ბოლოს იწურება. თავდაცვის სამინისტრო მალე შემოგთავაზებთ იგივე ღონისძიების გახანგრძლივებას, რომელიც გაგრძელდება მთელი 2023 წლამდე”, - განუცხადა კროსეტომ გაზეთ Il Foglio-ს.
გვიდო კროსეტო, იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის მემარჯვენე პარტიის „იტალიის ძმების“ წევრია, რომელიც უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია.
„მმართველი კოალიციის ორი სხვა მთავარი წევრი, მატეო სალვინი და სილვიო ბერლუსკონი, უფრო ამბივალენტურები არიან, რადგან ორივეს ისტორიული კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან“, - წერს იტალიური მედია.