თეგი: იგორ სტრელკოვი
იგორ სტრელკოვის შეპყრობისთვის უკრაინამ ჯილდოდ $100 000 დააწესა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ რუსი ნაციონალისტის, დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი მინისტრის, რუს სამხედრო დამნაშავედ მიჩნეული, იგორ სტრელკოვის (გირკინი) დატყვევებისთვის ჯილდოდ 100 ათასი დოლარი დააწესა. უკრაინის უშიშროების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ არაერთი საქმე აღძრეს ტერორისტული საქმიანობის, მკვლელობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევისთვის. სამოქალაქო თვითმფრინავის Boeing 777 MH17-ის ჩამოგდების საქმეზე, სტრელკოვი ნიდერლანდების მიერ ასევე გამოცხადდა საერთაშორისო ძებნილად.
რუსეთში ФСБ-ს ყოფილი ოფიცერი იგორ სტრელკოვი დააკავეს - მედია
FSB-ის ყოფილი ოფიცერი იგორ სტრელკოვი იგორ სტრელკოვი დააკავეს. რუსული გამოცემა Meduza-ს ცნობით, ახლა სტრელკოვის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. იგორ სტრელკოვის შეპყრობისთვის უკრაინამ ჯილდოდ $100 000 დააწესა სტრელკოვის ტელეგრამ არხზე გამოჩნდა მისი მეუღლის შეტყობინება, რომლის თანახმად, დაკავებულს „ექსტრემიზმში" ადანაშაულებენ. „მეგობრებისგან გავარკვიე, რომ ჩემს ქმარს ბრალი წაუყენეს 282-ე მუხლით (ექსტრემიზმი). მე არაფერი ვიცი ჩემი ქმრის ადგილსამყოფელის შესახებ,“ - ამბობს მიროსლავა რეგინსკაია. 2022 წლის ნოემბერში, ნიდერლანდების სასამართლომ სტრელკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა და დამნაშავედ ცნო 2014 წელს მალაიზიის ავიახაზების ბოინგის ჩამოგდების საქმეზე. გასული წლის ოქტომბერში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ რუსი ნაციონალისტის, დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი მინისტრის, რუს სამხედრო დამნაშავედ მიჩნეული, იგორ სტრელკოვის (გირკინი) დატყვევებისთვის ჯილდოდ 100 ათასი დოლარი დააწესა. უკრაინის უშიშროების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ არაერთი საქმე აღძრეს ტერორისტული საქმიანობის, მკვლელობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევისთვის. სამოქალაქო თვითმფრინავის Boeing 777 MH17-ის ჩამოგდების საქმეზე, სტრელკოვი ნიდერლანდების მიერ ასევე გამოცხადდა საერთაშორისო ძებნილად.
პატიმრობში მყოფ იგორ სტრელკოვს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა სურს
FSB-ს ყოფილი ოფიცერი იგორ სტრელკოვი, რომელიც რუსეთში ექსტრემიზმის წაქეზების ბრალდებით დააკავეს, აცხადებს, რომ რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. სტრელკოვმა თავისი გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე უკეთესად თავს ერთდროულად რამდენიმე სფეროში თვლის. მისი თქმით, პუტინი ზედმეტად სანდო და კეთილია და ასევე ჰყავს ბევრი მილიარდერი და ბიზნესმენი მეგობარი, რომლებსაც უარს ვერაფერზე ეტყვის. მან სამხედრო სფეროში თავის უპირატესობასაც გაუსვა ხაზი. ФСБ-ს ყოფილი ოფიცერი იგორ სტრელკოვი ივლისში დააკავეს. სტრელკოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში სექტემბრის ბოლომდე მაინც დარჩება. მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. კანონის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სტრელკოვი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს.
სტრელკოვი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან: პრიგოჟინის მსგავსად ამნისტიის მეც მეშინია
დონეცკში პრორუსი სეპარატისტების ყოფილმა სამხედრო ლიდერმა იგორ სტრელკოვმა (გირკინმა) საგამოძიებო იზოლატორში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თავისი საქმე შეადარა აგვისტოში დაღუპული კერძო კომპანიის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხს შეადარა და განაცხადა, რომ შესაძლოა, პრიგოჟინის ბედი გაიზიაროს. "პრიგოჟინის მოშორებისთვის პასუხისგებაში არავინ მიუციათ. პრეზიდენტმა სპონტანური სიკვდილის ვერსია გაახმოვანა - ამ ვერსიის არ მჯერა," - განუცხადა სტრელკოვმა გაზეთ Baza-ს. დონეცკში პრორუსი სეპარატისტების ყოფილი მეთაური იგორ სტრელკოვი დააკავეს 2023 წლის ივლისის ბოლოს, რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკის გამო, რაშიც გამოძიებამ დაინახა ექსტრემიზმისკენ მოწოდებები. „ყველაზე მეტად მეშინია, რომ ჩვეულებრივი სისხლის სამართლის სასჯელის ნაცვლად, მე "ამნისტირებული" ვიქნები, ისევე როგორც „მზარეული“ ["პუტინის მზარეული" პრიგოჟინის მეტსახელია, რომელიც კრემლში ბანკეტების ორგანიზებისთვის მიენიჭა - რედ.]," - განაცხადა სტრელკოვმა. სტრელკოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში მინიმუმ 18 დეკემბრამდე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ 7 დეკემბერს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ექვსი თვით წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა. მას ბრალად ედება ექსტრემიზმისკენ საჯაროდ მოწოდება. მანამდე საგამოძიებო იზოლატორში მყოფმა სტრელკოვმა განაცხადა, რომ აპირებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენას. ბრალდების მიხედვით, მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. კანონის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სტრელკოვი ვერ იყრის კენჭს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა განაჩენის ძალაში შესვლამდე, მას აქვს კანდიდატად დარეგისტრირების უფლება. რუსეთის ფედერაციის საბჭომ 7 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 2024 წლის 17 მარტი გამოცხადდა.