თეგი: ისლამური სახელმწიფო
აშშ-ის ავიაიაერიშის შედეგად, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოკლეს
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ავიაიაერიშის შედეგად, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერია ლიკვიდირებული. სააგენტო ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ალ-აგალი პასუხისმგებელი იყო სირიისა და ერაყს გარეთ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ქსელების განვითარებაზე. სააგენტოს ცნობით, თავდასხმის შედეგად, ალ-აგალის ახლო მოკავშირე მძიმედ დაშავდა.
Reuters: ქაბულში, რუსეთის საელჩოსთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
5 სექტემბერს ქაბულში, რუსეთის სალჩოსთან მომხდარ აფეთექებაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ Reuters წერს. მედია: ქაბულში რუსეთის საელჩოსთან, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. არის მსხვერპლი ჯგუფმა 5 სექტემბერს ტელეგრამით დაწერა, რომ მისმა წევრმა ქაბულში „თავშეყრის ადგილზე თვითმკვლელის ჟილეტი ააფეთქა. რომელსაც საელჩოს რუსი თანამშრომლები ესწრებოდნენ". ქაბულში ტერაქტს, რუსეთის საელჩოს 2 თანამშრომელი ემსხვერპლა. 20-მდე ადამიანი კი დაშავდა.
ერდოღანის განცხადებით, თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი დააკავეს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთში ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბაშარ ხათაბ ღაზალ ალ-სუმეიდანის დაკავების შესახებ, (კოდური სახელით აბუ ზეიდი), განაცახდა. ბალკანეთის ტურნედან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტისა და ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის (MİT) წარმატებული ოპერაციის შედეგად დააკავეს. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ალ-სუმეიდანი, აბუბაქრ ალ-ბაღდადისა და აბდულა კარდაშის ლიკვიდაციის შემდეგ, ISIS-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიდერია.
Reuters: „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ალ-ჰასან ალ-ჰაშემი ალ კურაიში ლიკვიდირებულია
ისლამური სახელმწიფო, მისი ლიდერის, აბუ ალ-ჰასან ალ-ჰაშემი ალ-ყურეიშის მკვლელობის შესახებ იტყობინება. ამის შესახებ Reuters წერს. რადიკალების ლიდერი 45 წლის იყო. ის ტერორისტულ ჯგუფს, 2019 წელს აშშ-ში მისი წინამორბედის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მკვლელობის შემდეგ ხელმძღვანელობდა. მის ადგილს აბუ ალ-ჰუსეინ ალ-ჰუსეინი ალ-კურაში დაიკავებს. მანამდე თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო ორგანიზაციამ (MIT) ჩრდილოეთ სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ისლამური სახელმწიფოს 11 მებრძოლი დააკავა. ისინი ევფრატის ფარის ტერიტორიაზე დაატყვევეს. სპეციალური ოპერაციის დროს 4000-ზე მეტი ელექტრო დეტონატორი, სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერება და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ბოევიკებმა, დაკითხვისას, აღიარეს, რომ იარაღს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში გუვაირანის ციხეზე ISIS-ის შემდგომ თავდასხმისთვის აწვდიდნენ.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ პაკისტანში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
„ისლამურმა სახელმწიფომ“ (დაეში) Telegram-ით გამოაცხადა, რომ პაკისტანში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი თავდასხმა მისი მოწყობილი იყო. პაკისტანში ერთ-ერთი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 45 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა. პოლიცია აცხადებდა, რომ იპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ აფეთქება შესაძლოა, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა განახორციელა.