თეგი: კალინინგრადი
გიტანას ნაუსედა: მხოლოდ ერთობლივი მოქმედებით მივაღწევთ იმას, რომ სანქციები მტკივნეული იყოს აგრესორი ქვეყნისთვის
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ლიეტუვა ევროკავშირის სანქციებს აღასრულებს. ნაუსედას ინიციატივაა, რომ სასწრაფოდ გაიმართოს კონსულტაციები ევროკომისიასთან ლიეტუვის საერთაშორისო ვალდებულებების და ინტერესების დაცვის მიზნით. „ტრანზიტის პირობები განხილულია ევროკავშირ-რუსეთის შეთანხმებაში, ევროკავშირი არ არის ცალმხრივად პასუხისმგებელი მათ განხორციელებაზე. ამ თემაში სიახლეა ის, რომ ლიეტუვა აქტიურად მონაწილეობს მასში - ევროკავშირმა მიიღო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი, რომელიც მოიცავს საქონლის გარკვეულ ჯგუფს (ფოლადი და შავი ლითონები, ფუფუნების საქონელი). ეს თემა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან განვიხილეთ. სრულიად ნათელია, რომ ლიეტუვამ უნდა განახორციელოს და განახორციელებს კიდეც ევროკავშირის სანქციებს. მთავრობამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს კონსულტაციები ევროკომისიასთან, რათა სანქციების განხორციელებამ ზიანი არ მიაყენოს ლიეტუვის ინტერესებს ან საერთაშორისო შეთანხმებებს. მხოლოდ ერთობლივი მოქმედებით მივაღწევთ იმას, რომ სანქციები მტკივნეული იყოს აგრესორი ქვეყნისთვის“, - აღნიშნავს გიტანას ნაუსედა. ბრიტანეთი ლიეტუვას რუსეთის მხრიდან მუქარის ფონზე მხარდაჭერას უცხადებს გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა რუსეთის მხრიდან ნებისმიერი არამეგობრული ქმედებისთვის მზადაა შეგახსენებთ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება. როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა. პატრუშევის თქმით, ლიეტუვის „მტრულმა“ ქმედებებმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერ ენდობოდა დასავლეთს, რომელმაც, მისი მტკიცებით, დაარღვია წერილობითი შეთანხმებები კალინინგრადის შესახებ. „რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ასეთ მტრულ ქმედებებს,” - თქვა პატრუშევმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ევროკავშირის ელჩიც გამოიძახა. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს „ესკალაციური ნაბიჯებისა და რიტორიკისგან“. „ელჩმა გადასცა ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის შესახებ და განმარტა, რომ ლიეტუვა ახორციელებს ევროკავშირის სანქციებს. ელჩმა სთხოვა მოსკოვს, თავი შეიკავოს ესკალაციის ნაბიჯებისგან და რიტორიკისგან“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.
რუსეთმა კალინინგრადის ოლქში ზებგერითი რაკეტებით აღჭურვილი სამი მიგ-31 განათავსა
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კალინინგრადის ოლქში, სამი საბრძოლო თვითმფრინავი MiG-31 განათავსა, რომლებიც ჰიპერბგერითი, „კინდჟალის“ ტიპის რაკეტებითაა აღჭურვილი.საინფორმაციო სააგენტო RIA-მ 18 აგვისტოს, სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თვითმფრინავი დღე-ღამის განმავლობაში განახორციელებს პატრულირებას. როგორც ცნობილია, ბალტიისპირეთის ქვეყნები ასევე შეშფოთებულნი არიან რუსეთის მიერ კალინინგრადის რეგიონში განლაგებული „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემებით. 2018 წელს კალინინგრადში „ისკანდერების“ განლაგებაზე, კრემლმა განაცხადა, რომ „იარაღის განთავსება ყველგან შეუძლიათ“. შეგახსენებთ, რომ ვითარება კალინინგრადის ირგვლივ რუსეთ-უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ლიეტუვაში რუსული ტრანზიტის შეზღუდვის გამო დაიძაბა. 22 ივნისს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება. ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა. პატრუშევის თქმით, ლიეტუვის „მტრულმა“ ქმედებებმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერ ენდობოდა დასავლეთს, რომელმაც, მისი მტკიცებით, დაარღვია წერილობითი შეთანხმებები კალინინგრადის შესახებ. „რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ასეთ მტრულ ქმედებებს,” - თქვა პატრუშევმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ევროკავშირის ელჩიც გამოიძახა. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს „ესკალაციური ნაბიჯებისა და რიტორიკისგან“. „ელჩმა გადასცა ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის შესახებ და განმარტა, რომ ლიეტუვა ახორციელებს ევროკავშირის სანქციებს. ელჩმა სთხოვა მოსკოვს, თავი შეიკავოს ესკალაციის ნაბიჯებისგან და რიტორიკისგან“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.
მედია: გერმანიის „ნაციონალური პარტია“, მთავრობას მოუწოდებს, რომ კალინინგრადში „რუსეთიდან გამოსვლაზე“ რეფერენდუმი ჩატარდეს
გერმანიის „ნაციონალისტურმა პარტიამ“, ევროპარლამენტარ უდო ვოიგტის ხელმძღვანელობით, ბუნდესტაგს, კონიგსბერგში (ახლანდელი კალინინგრადი) რეფერენდუმის ჩატარების შესახებ წინადადება წარუდგინა, რომლის თანახმადაც რუსეთიდან კალინინგრადი გამოყოფისა და გერმანიასთან გაერთიანების საკითხი, რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს. კონიგსბერგის (ახლანდელი კალინინგრადი) გერმანიაში დაბრუნების საკითხს გერმანიის სამთავრობო წრეებში კარგახანია განიხილავენ. „ეს არის ჩვენი ისტორიული ტერიტორია, უნიკალური ტერიტორია, რომელიც უბრალოდ ლპება რუსეთის მმართველობის ქვეშ. რეგიონის ტერიტორიაზე დარჩა გერმანული მეცნიერების ისეთი მემკვიდრეობა, მათ შორის ემანუელ კანტის არქივი და დღეს მისი სახლი დანგრეულია. ქალაქი სავსეა ასობით არქიტექტურული ძეგლის ნანგრევებით, რომლებიც არ აღდგება“, - განაცხადა ვოიგტმა და დასძინა, რომ ათაობით ათასი დაღუპული გერმანელის ნაშთები ასევე რუსების მიერ ოკუპირებული ისტორიული გერმანული მიწის ტერიტორიაზეა. დეპუტატის თქმით, „დიდებული კოენიგსბერგისთვის კალინინგრადის სახელის დარქმევის მიუხედავად, გერმანიასთაბ ისტორიული კავშირები არ განადგურდა“. „სამართლებრივი თვალსაზრისით, რეფერენდუმი არ არღვევს საერთაშორისო სამართალს. ეს არის ექსკლუზიურად რეგიონის მცხოვრებთა ნებაყოფილობითი აქტი“, - აღნიშნა ვოიგტმა. გარდა ამისა, მისი თქმით, გერმანიის მთავრობამ უკვე გამოაცხადა, რომ მზადაა კოენიგსბერგის ყველა მცხოვრებს გერმანული პასპორტები გადასცეს.
პოლონეთი რუსეთის ექსკლავის, კალინინგრადის საზღვართან უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს
პოლონეთმა დაიწყო დამატებითი უსაფრთხოების ზომების გატარება და სათვალთვალო სისტემების დაყენება რუსეთის პროვინცია კალინინგრადის საზღვართან, იტყობინება RMF 24. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი აღმოსავლეთი საზღვარი მზად იქნება ყველა სახის უკანონო ქმედებებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია კრიზისულ სიტუაციებთან ჩვენს აღმოსავლელ მეზობლებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ევროკავშირის საუკეთესოდ დაცული საზღვარი", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ. პოლონეთის მესაზღვრეების თქმით, დაახლოებით 200-კილომეტრიან მონაკვეთზე 3000 სათვალთვალო კამერა უნდა დამონტაჟდეს. დამატებითი უსაფრთხოების სათვალთვალო სისტემების მშენებლობა 2023 წლის შემოდგომისთვის დასრულდება. პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. უკრაინაში მიმდინარე ომმა უსაფრთხოების ირგვლივ პოლონეთის შეშფოთება გაამძაფრა. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ 16 მარტს დაადასტურა, რომ ვარშავამ გაანადგურა რუსული ჯაშუშური ქსელი, დააკავა ცხრა ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ ამზადებდნენ დივერსიულ აქტებს და აკონტროლებდნენ უკრაინის სარკინიგზო მარშრუტებს. 27 მარტს პოლონეთში რუსული დაზვერვისთვის ჯაშუშობის ბრალდებით უცხოელი დააკავეს.