გერმანიის „ნაციონალისტურმა პარტიამ“, ევროპარლამენტარ უდო ვოიგტის ხელმძღვანელობით, ბუნდესტაგს, კონიგსბერგში (ახლანდელი კალინინგრადი) რეფერენდუმის ჩატარების შესახებ წინადადება წარუდგინა, რომლის თანახმადაც რუსეთიდან კალინინგრადი გამოყოფისა და გერმანიასთან გაერთიანების საკითხი, რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს.
კონიგსბერგის (ახლანდელი კალინინგრადი) გერმანიაში დაბრუნების საკითხს გერმანიის სამთავრობო წრეებში კარგახანია განიხილავენ.
„ეს არის ჩვენი ისტორიული ტერიტორია, უნიკალური ტერიტორია, რომელიც უბრალოდ ლპება რუსეთის მმართველობის ქვეშ. რეგიონის ტერიტორიაზე დარჩა გერმანული მეცნიერების ისეთი მემკვიდრეობა, მათ შორის ემანუელ კანტის არქივი და დღეს მისი სახლი დანგრეულია. ქალაქი სავსეა ასობით არქიტექტურული ძეგლის ნანგრევებით, რომლებიც არ აღდგება“, - განაცხადა ვოიგტმა და დასძინა, რომ ათაობით ათასი დაღუპული გერმანელის ნაშთები ასევე რუსების მიერ ოკუპირებული ისტორიული გერმანული მიწის ტერიტორიაზეა.
დეპუტატის თქმით, „დიდებული კოენიგსბერგისთვის კალინინგრადის სახელის დარქმევის მიუხედავად, გერმანიასთაბ ისტორიული კავშირები არ განადგურდა“.
„სამართლებრივი თვალსაზრისით, რეფერენდუმი არ არღვევს საერთაშორისო სამართალს. ეს არის ექსკლუზიურად რეგიონის მცხოვრებთა ნებაყოფილობითი აქტი“, - აღნიშნა ვოიგტმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, გერმანიის მთავრობამ უკვე გამოაცხადა, რომ მზადაა კოენიგსბერგის ყველა მცხოვრებს გერმანული პასპორტები გადასცეს.