თეგი: კაპიტოლიუმი
კაპიტოლიუმის მახლობლად კაცი ავტომობილით ბარიერს შეეჯახა, შემდეგ კი, ცეცხლი გახსნა - CBS
კაცი, რომელიც მანქანას მართავდა, აშშ-ის კაპიტოლიუმის მახლობლად, ბარიერს დაეჯახა და ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი, თავი მოიკლა. პოლიციის ვარაუდით, კაცი თავდასხმას არ ისახავდა მიზნად. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჰაერში ისროდა. კაპიტოლიუმის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოება 2021 წლის 6 იანვრის თავდასხმის შემდეგ გაძლიერდა. პოლიციამ კომპლექსის ირგვლივ ბარიერები აღმართა, რომელიც ადგილზე კვირების განმავლობაში იდგა. ცნობისათვის, კონგრესის წევრები შვებულებაში არიან. 6 იანვრის შემდეგ, სხვა ინციდენტიც მოხდა. 2021 წლის აპრილში კაცი თავისი მანქანით უსაფრთხოების ბარიკადის მახლობლად მდგარ ოფიცრებს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი დაიღუპა და მეორე დაჭრა. თავად 25 წლის ნოა გრინი კი, პოლიციამ მოკლა.
ისრაელ-ჰამასის კონფლიქტთან დაკავშირებული აქციის მონაწილეებმა ვაშინგტონში, კონგრესის შენობაში შეაღწიეს, დაკავებულია პროტესტის ასობით მონაწილე
აშშ-ის კაპიტოლიუმის კომპლექსსა და მის გარეთ ასობით ადამიანი შეიკრიბა. ვაშინგტონში, კონგრესის ერთ-ერთ შენობაში, ქენონის როტონდაში დემონსტრანტებმა შეაღწიეს. ისინი სკანდირებდნენ - „ახლავე შეწყდეს ცეცხლი.“ ამერიკული მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის დასრულებას მოითხოვდნენ. კაპიტოლიუმის პოლიციამ, წესრიგის აღსადგენად, დასახმარებლად სამართალდამცველები მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოიძახა, მათ შორის ვაშინგტონის მეტროპოლიტენის პოლიცია და ვირჯინიის ოფიცრები. New York Times-ის ცნობით, აქციის ორგანიზატორი იყო ორი ებრაული ჯგუფი. ერთ-ერთმა მათგანმა, ორგანიზიამ - „ებრაელთა ხმა მშვიდობისთვის“, რომლის წევრებიც თავს ანტისიონისტ ებრაელებს უწოდებენ, Twitter-ზე დაწერა, რომ მოითხოვენ, შეწყდეს პალესტინელი ხალხის გენოციდი, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ის მთავრობა.“ პროტესტის მონაწილეთა შორის იყო 25 რაბინი. New York Times-ის ინფორმაიით, ფართომასშტაბიანი დემონსტრაციის დროს 300-მდე ადამიანი დააკავეს. კაპიტოლიუმის პრესსპიკერის თქმით, აქციის მონაწილეთა უმეტესობა კაპიტოლიუმის შენობაში დემონსტრაციის გამართვისთვის დააკავეს. კონგრესის შენობებში დემონსტრაციები დაუშვებელია. BBC-ის ცნობით, მემარცხენე ორგანიზაციის 200-მდე წევრმა, რომლებიც საკუთარ თავს ანტისიონისტებს უწოდებენ, აშშ-ის კონგრესის ერთ-ერთ შენობაში ისრაელის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. ბრიტანეული მედიის თანახმად, რესპუბლიკელი კონგრესმენი მათთან ისრაელის დროშით გამოვიდა.