კაცი, რომელიც მანქანას მართავდა, აშშ-ის კაპიტოლიუმის მახლობლად, ბარიერს დაეჯახა და ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი, თავი მოიკლა. პოლიციის ვარაუდით, კაცი თავდასხმას არ ისახავდა მიზნად. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჰაერში ისროდა.
კაპიტოლიუმის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოება 2021 წლის 6 იანვრის თავდასხმის შემდეგ გაძლიერდა. პოლიციამ კომპლექსის ირგვლივ ბარიერები აღმართა, რომელიც ადგილზე კვირების განმავლობაში იდგა.
ცნობისათვის, კონგრესის წევრები შვებულებაში არიან. 6 იანვრის შემდეგ, სხვა ინციდენტიც მოხდა. 2021 წლის აპრილში კაცი თავისი მანქანით უსაფრთხოების ბარიკადის მახლობლად მდგარ ოფიცრებს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი დაიღუპა და მეორე დაჭრა. თავად 25 წლის ნოა გრინი კი, პოლიციამ მოკლა.