თეგი: კედელი
ლიეტუვამ ბელორუსის საზღვართან კედლის მშენებლობა დაასრულა
ლიეტუვამ, ბელორუსის საზღვართან 502 კილომეტრიანი კედლის მშენებლობა დაასრულა. ლიეტუვა ბელორუსიდან არალეგალი მიგრანტების შესაჩერებლად ბარიერებს აშენებს, ლატვიამ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა დააწესა „სამუშაო 100% დასრულდა და ახლა მხოლოდ ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ორგანიზაციული დოკუმენტაციის გამარტივებასთან დაკავშირებით ცალკეული სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს შემიძლია ბედნიერი ვიყო, რომ პროექტი დროულად და ბიუჯეტის ფარგლებში დასრულდა“, - განუცხადა BNS-ს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა სიმონიტემ. ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ბარიერი არ არის ის, რაც აბსოლიტურად დაიცავს ლიეტუვას არალეგალური მიგრაციისგან. ამიტომ, პრემიერმა ხაზი გაუსვა სათვალთვალო ღონისძიებების აუცილებლობასა და IT სისტემების მნიშვნელობას.
უკრაინა ბელორუსის საზღვარზე დამცავ კედელს აშენებს
უკრაინა ბელორუსის საზღვარზე დამცავ კედელს აშენებს. ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკოზე დაყრდნობით წერს. გარდა ამისა, სამუშაოები მიმდინარეობს რივნისა და ჟიტომირის რაიონებში. „რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის მოსაზღვრე რეგიონებში საფორტიფიკაციო ნაგებობების აღმართვა მიმდინარეობს. ჩვენი მესაზღვრეები აკონტროლებენ სიტუაციას 24/7, აქვთ ყველა საჭირო აღჭურვილობა, რომ მტერი ხაზს მიღმა დაინახონ... ჩვენი მიზანია ქვეყნის დაცვა, ყველაფერს ვაკეთებთ მტრის ჰიპოთეტური წინსვლის შესაჩერებლადაც კი“, - აღნიშნავს ტიმოშენკო.