ლიეტუვამ, ბელორუსის საზღვართან 502 კილომეტრიანი კედლის მშენებლობა დაასრულა.
„სამუშაო 100% დასრულდა და ახლა მხოლოდ ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ორგანიზაციული დოკუმენტაციის გამარტივებასთან დაკავშირებით ცალკეული სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს შემიძლია ბედნიერი ვიყო, რომ პროექტი დროულად და ბიუჯეტის ფარგლებში დასრულდა“, - განუცხადა BNS-ს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა სიმონიტემ.
ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ბარიერი არ არის ის, რაც აბსოლიტურად დაიცავს ლიეტუვას არალეგალური მიგრაციისგან. ამიტომ, პრემიერმა ხაზი გაუსვა სათვალთვალო ღონისძიებების აუცილებლობასა და IT სისტემების მნიშვნელობას.