უკრაინა ბელორუსის საზღვარზე დამცავ კედელს აშენებს. ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკოზე დაყრდნობით წერს.
გარდა ამისა, სამუშაოები მიმდინარეობს რივნისა და ჟიტომირის რაიონებში.
„რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის მოსაზღვრე რეგიონებში საფორტიფიკაციო ნაგებობების აღმართვა მიმდინარეობს. ჩვენი მესაზღვრეები აკონტროლებენ სიტუაციას 24/7, აქვთ ყველა საჭირო აღჭურვილობა, რომ მტერი ხაზს მიღმა დაინახონ... ჩვენი მიზანია ქვეყნის დაცვა, ყველაფერს ვაკეთებთ მტრის ჰიპოთეტური წინსვლის შესაჩერებლადაც კი“, - აღნიშნავს ტიმოშენკო.