თეგი: კევინ მაკარტი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანის ლიდერს შეხვდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკარტი ტაივანის ლიდერ ცაი ინ-ვენს შეხვდა. 1979 წლის შემდეგ მაკარტი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც ტაივანის ლიდერს აშშ-ის ტერიტორიაზე შეხვდა. აუდიენციას წინ უძღოდა ჩინეთის გამაფრთხილებელი განცხადებები. ცაიმ აშშ-ის კონგრესს ტაივანის გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ტაივანის დემოკრატია საფრთხის წინაშეა. თავის მხრივ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აღნიშნა, რომ ტაივანისა და ამერიკის ხალხებს შორის მეგობრობას თავისუფალი მსოფლიოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.  

ზელენსკიმ და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაზე იმსჯელეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან განიხილა რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაძლიერების საკითხი. განსაკუთრებით კი, ეს ეხება ნავთობისა და გაზის სექტორს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ფრონტზე არსებულ ვითარებას და უკრაინის თავდაცვის გადაუდებელ საჭიროებებს, რაც მოიცავს ჯავშანტექნიკას, არტილერიას, საჰაერო თავდაცვასა და თვითმფრინავებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზელენსკიმ კევინ მაკარტი უკრაინაში მიიწვია.