უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან განიხილა რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაძლიერების საკითხი. განსაკუთრებით კი, ეს ეხება ნავთობისა და გაზის სექტორს.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ფრონტზე არსებულ ვითარებას და უკრაინის თავდაცვის გადაუდებელ საჭიროებებს, რაც მოიცავს ჯავშანტექნიკას, არტილერიას, საჰაერო თავდაცვასა და თვითმფრინავებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზელენსკიმ კევინ მაკარტი უკრაინაში მიიწვია.