აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანის ლიდერს შეხვდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკარტი ტაივანის ლიდერ ცაი ინ-ვენს შეხვდა.

1979 წლის შემდეგ მაკარტი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც ტაივანის ლიდერს აშშ-ის ტერიტორიაზე შეხვდა.

აუდიენციას წინ უძღოდა ჩინეთის გამაფრთხილებელი განცხადებები.

ცაიმ აშშ-ის კონგრესს ტაივანის გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ტაივანის დემოკრატია საფრთხის წინაშეა.

თავის მხრივ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აღნიშნა, რომ ტაივანისა და ამერიკის ხალხებს შორის მეგობრობას თავისუფალი მსოფლიოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.