თეგი: კირილი
მსოფლიო პატრიარქი რუსეთის პატრიარქ კირილზე: ველოდებოდი, „მსხვერპლს“ გაიღებდა და პუტინს ეტყოდა: უნდა გადავდგე
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსის შეფასებით, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერით, მართლმადიდებელ ქრისტიანებს იმედები გაუცრუა. ამასთან დაკავშირებით, მსოფლიო პატრიარქმა ბერძნულ ტელეარხთან ინტერვიუში ისაუბრა. მსოფლიო პატრიარქის თქმით, ის ელოდა, რომ პატრიარქი კირილი გაუძლებდა ამ გადამწყვეტ და ისტორიულ მომენტს. „ყველა ეკლესიისთვის შეუძლებელი იყო, არ დაეგმოთ ძალადობა და ომი უკრაინაში, რუსეთის ეკლესიამ კი, იმედები გაგვიცრუა. არ მსურს, რუსეთის ეკლესია და პატრიარქი კირილი იყვნენ ეს გამონაკლისები. არ ვიცი, როგორ შეუძლია, მას გაიმართლოს თავი სინდისის წინაშე. ველოდებოდი, რომ ძმა კირილი ადგებოდა ამ კრიტიკულ ვითარებაში და თუ საჭირო იქნებოდა, მსხვერპლად გაიღებდა თავის ტახტს და პუტინს ეტყოდა: „ბატონო პრეზიდენტო, არ შემიძლია, თქვენ დაგეთანხმოთ და უნდა გადავდგე“ , - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.
უკრაინამ რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა. პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შვიდი სხვა წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციების გამოცხადებისას, კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა, რომ „რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ ომს და მათ პასუხი უნდა აგონ“. სანქციები მოიცავს აქტივების ბლოკირებას, რესურსების ტრანზიტის, ფრენების შეჩერებას უკრაინის გავლით, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში მონაწილეობის აკრძალვას. ოფიციალური ვიზიტების გაუქმებას და სხვა.
ილია II-მ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა
საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია II-მ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა. შესაბამისი ტექსტი ქართული მედიის ცნობით, რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე განთავსდა. „მის უწმინდესობას კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს თქვენო უწმინდესობავ! ქრისტეს სიყვარულით გილოცავთ თქვენს დაბადების დღეს! ასეთ რთულ დროს გისურვებთ ჯანმრთელობას და უფლის წყალობას. გისურვებთ, ასევე, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის. უფალმა დაგიფაროთ თქვენ და თქვენი სამწყსო! ქრისტესმიერი სიყვარულით", - ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
ესტონეთმა სანქციები განაახლა და რუსეთის პატრიარქს ქვეყანაში შესვლა კვლავ აუკრძალა
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, პატრიარქ კირილს ქვეყანში შესვლა აუკრძალა. ეს აკრძალვა სულ რუსეთის 58 მოქალაქეს შეეხო. ხსენებული ნაბიჯი ნაწილობრივ, ადრინდელი ბრძანების ვადის გასვლით გამომდინარეობს. „პატრიარქი კირილი არის პუტინის იდეოლოგიის ერთ-ერთი უდიდესი მიმდევარი და მომხრე", - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყების განმარტებით, სიას გადახედვა სჭირდებოდა, რადგან მთავრობის ბრძანებით დაწესებული შესვლის აკრძალვის ვადა ამოიწურა. „ჩვენ ასევე განვაახლეთ იმ ადამიანების სია, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევას“, - აცხადებენ უწყებაში. მაგალითად ასევე მოყვანილია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრება. პატრიარქ კირილისთვის აკრძალვის დაწესების გარდა, განახლებულ სანქციების სიას დაემატა ცხრა პირი, რომლებიც ჯერ არ ექვემდებარებიან ევროკავშირის სანქციებს.